დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 333 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/05/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 30/05/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სხვაგვარად აუმჯობესებს დამნაშავის მდგომარეობას”, ხოლო სიტყვების „აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას“ და „აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ან“.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თუ ისინი მსჯავრდებულნი არ ყოფილან სხვა სახელმწიფოში“;
ბ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თუკი ისინი მსჯავრდებულნი არ ყოფილან სხვა სახელმწიფოში“.
3. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად“.
4. მე-16 მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სხვადასხვა “
5. მე-9 თავის სათაურში სიტყვა „ან“ შეიცვალოს სიტყვით „და“.
6. 71-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე“.
7. 109-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სხვის“ შეიცვალოს სიტყვით „სხვათა“.
8. 111-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „ერთიდან სამ“ შეიცვალოს სიტყვებით „ერთიდან ხუთ“.
9. 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციაში სიტყვა „ხუთიდან“ შეიცვალოს სიტყვით „სამიდან“.
10. 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციაში სიტყვა „ექვსიდან“ შეიცვალოს სიტყვით „ოთხიდან“.
11. 376-ე მუხლის სანქციაში სიტყვა „სამ“ შეიცვალოს სიტყვით „ხუთ“.
12. 415-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები „ანალოგისა და ძლიერმოქმედი ნივთიერების“ შეიცვალოს სიტყვით „ანალოგის“.
II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, № 13-14, 8. 04. 1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 28-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილში სიტყვები „ „ბ“ და „ე“ “ შეიცვალოს სიტყვებით „და „ბ“ “;
ბ) მე-5 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს მითითება „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე ნაწილს დაემატოს შემდეგი სიტყვები „იგივე წესი გამოიყენება სისხლის სამართლის კოდექსის 36–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“;
გ) მე-6 ნაწილში სიტყვები „ „დ“, „ვ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში“ შეიცვალოს სიტყვებით „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილში“.
2. 41-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „ „ო“, „ჟ“ და „რ“ “ შეიცვალოს სიტყვებით „ „პ“ და „ჟ“ “.
3. 188-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ „გ“, „ო“ და „რ“ “.
4. 426-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „მომკვლევმა ან გამომძიებელმა“ შეიცვალოს სიტყვებით „მომკვლევმა, გამომძიებელმა ან პროკურორმა“.
5. 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. 523-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „მოსამართლემ“ შეიცვალოს სიტყვით „სასამართლომ“.
7. 659-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „წვრილმანი“ ამოღებულ იქნეს, ხოლო სიტყვა „64-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „90-91-ე“.
8. 680-ე მუხლის მე-9 და მე-11 ნაწილებში სიტყვა „ივლისამდე“ შეიცვალოს სიტყვით „ივნისამდე“.
III. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38 (45), 1999 წელი, მუხ. 182) 74-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს სიტყვები „და მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არა აქვს“.
IV. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 30 მაისი.
№333–IIს
დოკუმენტის კომენტარები