საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6252-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.016736
  • Word
6252-Iს
22/05/2012
ვებგვერდი, 29/05/2012
080000000.05.001.016736
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 44-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 671   მუხლი:

    „მუხლი 671 . სამოქალაქო შეთანხმება

1. პირობით მსჯავრდებულისათვის ამ კოდექსის 67-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ორგანოს მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა შესაძლებელია გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, თუ პირობით მსჯავრდებულთან პროკურორს გაფორმებული აქვს სამოქალაქო შეთანხმება და პირობით მსჯავრდებულმა ჯეროვნად შეასრულა სამოქალაქო შეთანხმებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე არ არსებობს ამ კოდექსის 67-ე მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლები და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება გამოსაცდელი ვადის გაგრძელების შესახებ.

2. პროკურორს შეუძლია, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, მასთან გააფორმოს სამოქალაქო შეთანხმება, თუ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა, გარკვეულ სფეროში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიაროს. სამოქალაქო შეთანხმებით განისაზღვრება პირობით მსჯავრდებულის მოვალეობები, ასევე დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს აღნიშნული მოვალეობები და რომლის გასვლის შემდეგაც პირობით მსჯავრდებულს შეიძლება გაუუქმდეს პირობითი მსჯავრი და მოეხსნას ნასამართლობა.

3. სამოქალაქო შეთანხმებით პირობით მსჯავრდებულის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ბიურო, რომელიც პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას ამ შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3672   მუხლი:

     „მუხლი 3672 . ნაფიცი მსაჯულის ან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოს შეცდომაში შეყვანა

ნაფიცი მსაჯულის ან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოსათვის მისი ნაფიც მსაჯულობასთან შეუთავსებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა ან შეგნებულად მცდარი ინფორმაციის წარდგენა −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 მაისი.

№6252-Iს