საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 673
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 31/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.617
  • Word
673
21/12/2004
სსმ, 42, 31/12/2004
080.000.000.05.001.001.617
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41 (48), 1999 წელი, მუხ. 209) 344-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 344. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, �

ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა:

1. ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალა-ქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ხელისუფლებას თავ-შესაფარს სთხოვს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის სასჯელთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიება დანაშაულის საგნის ან საშუალების ჩამორთმევით.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი ������������������������ �მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 21 დეკემბერი.

№673�რს