საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4511-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.019454
4511-IIს
17/04/2019
ვებგვერდი, 22/04/2019
080000000.05.001.019454
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3442 მუხლი:

„მუხლი 3442. პირის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა ან/და პირის მიერ უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება

1. პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა ან/და პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

დ) ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

შენიშვნა:  

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ პირს, რომელმაც ახლო ნათესავის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობები შექმნა ან/და ორგანიზება გაუწია ამ პირის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ პირს, რომელმაც უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად ახლო ნათესავს ხელი შეუწყო მცდარი ინფორმაციის წარდგენაში ან/და ორგანიზება გაუწია ამ პირის მიერ მცდარი ინფორმაციის წარდგენას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იურიდიული პირისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ამ კოდექსის 42-ე მუხლით ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ათმაგ ოდენობას.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 აპრილი 2019 წ.

N4511-IIს