დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 945 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/06/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 03/07/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.000.941 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წ., მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. 42-ე მუხლის მე-7 პუნქტში სიტყვების „თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს აარიდებს ჯარიმას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან თუ გადახდევინება შეუძლებელია“.
2. 65-ე მუხლში სიტყვები „პრობაციის სამსახურის“ შეიცვალოს სიტყვებით „სააღსრულებო ბიუროს“.
3. 66-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 72-ე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „პრობაციის სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „სააღსრულებო ბიურო“, ხოლო 66-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „სამსახური“ – სიტყვით „ორგანო“.
4. 75-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „პრობაციის სამსახურმა“ შეიცვალოს სიტყვებით „სააღსრულებო ბიურომ“, ხოლო სიტყვა „სამსახურის“ – სიტყვით „ორგანოს“.
5. 414-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-4 პუნქტები.
6. 415-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 44-ე მუხლი ამოქმედდეს „არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დღიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 20 ივნისი.
N945_IIს
დოკუმენტის კომენტარები