დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3714-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.017781 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 2. 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 3. 42-ე მუხლის 51 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 4. 50-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას.“. 5. 51-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება იმას, ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა სამოცი წელი.“. 6. 63-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 7. 73-ე მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები.“. 8. მეხუთე კარი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 12 ივნისი 2015 წ. N3714-IIს |
დოკუმენტის კომენტარები