საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 565-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.102622
565-IIმს-XIმპ
13/05/2025
ვებგვერდი, 15/05/2025
080000000.05.001.102622
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 2871 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2871. სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა

1. სახერხ საამქროში მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე მონტაჟი –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2872 მუხლი:

„მუხლი 2872. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება

1. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება ასეთი ქმედებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან სახერხი საამქროს ტერიტორიაზე იმ მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, –

ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება −

ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლში მრგვალი ხეტყის (მორის) დიდ ოდენობად ითვლება ის ოდენობა, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 3 000 ლარი ან 3 000 ლარზე მეტი.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.“.

3. 303-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 303. მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება)

1. მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64​1 მუხლის პირველი ნაწილით, 642 მუხლის მე-3 ნაწილით, 66-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 1511 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

3. საქართველოს ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64​1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ –

ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

5. სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება) –

ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მე-5 ნაწილში მერქნიანი მცენარის (ხეტყის) დიდ ოდენობად ითვლება ის ოდენობა, რომლის უკანონო გაჩეხვის (მათ შორის, დამზადების) შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 3 000 ლარი ან 3 000 ლარზე მეტი.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

3. ამ თავის მიზნებისთვის მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადების) შედეგად გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

4. 3041 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 304​1. მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ტრანსპორტირება 

1. მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282 მუხლის მე-4, მე-7 ან მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 მაისი 2025 წ.

N565-IIმს-XIმპ