დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3110 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/08/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 18/09/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.001.407 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 214-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: 1. ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს სამი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტ ათას ლარს.”.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2191 მუხლი:
„მუხლი 2191. ლიცენზიის გარეშე თამბაქოს პროდუქციით ვაჭრობა ან/და გადაზიდვა
„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა ან/და გადაზიდვა განმეორებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან შვიდ წლამდე.”.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 მაისიდან.
მუხლი 3. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№3110–რს
დოკუმენტის კომენტარები