დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5237-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.019632 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 2021 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2021. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევა 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ან ანგარიშვალდებული პირის ხელმძღვანელის ან თანამშრომლის მიერ საეჭვო გარიგების მომზადების, დადების, შესრულების, დადების მცდელობის ან შესრულების მცდელობის შესახებ ინფორმაციის ან/და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდების ფაქტის გახმაურება, აგრეთვე გარიგების ან/და ამ გარიგების მონაწილე პირთან (პირებთან) დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების შეჩერების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების გახმაურება − ისჯება ჯარიმით ან/და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით. 2. იგივე ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს ან თანამშრომელს, ანგარიშვალდებული პირის ხელმძღვანელს ან თანამშრომელს, რომელიც აღნიშნულ ქმედებას „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ შემთხვევაში ახორციელებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 30 ოქტომბერი 2019 წ. N5237-Iს |
დოკუმენტის კომენტარები