დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2361 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/09/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43(50), 21/09/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41 (48), 1999 წელი, მუხ. 209):
ა) 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52. თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდა
განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით მსჯავრდებული სასჯელს მოიხდის „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;
ბ) 415-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „15 თებერვლიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „1 იანვრიდან“, ხოლო მე-4 ნაწილში სიტყვები „15 თებერვლისა“ – სიტყვებით „1 იანვრისა“.
2. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38 (45), 1999 წელი, მუხ. 182):
ა) 73-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნება პირს, რომელიც პირველად არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული განზრახი ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულისათვის, მსჯავრდებულია გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის, აგრეთვე ქალებს – ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას.“;
ბ) 74-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნება პირს, რომელიც პირველად არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე დანაშაულის რეციდივის ან საშიში რეციდივის დროს, თუ მსჯავრდებული წინათ იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.“;
გ) 75-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპყრობილეში სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაეკისრება პირს, რომელიც მსჯავრდადებულია უვადო თავისუფლების აღკვეთით; განსაკუთრებით საშიში რეციდივის დროს; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას, თუ სასამართლოს განაჩენით დანიშნული აქვს სასჯელის ვადის ნაწილის მოხდა საპყრობილეში მოთავსებით; მსჯავრდებულს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით გადმოყვანილია სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებიდან რეჟიმის მოთხოვნისაგან არაერთგზის თავის არიდებისათვის.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 8 სექტემბერი.
№2361–რს
დოკუმენტის კომენტარები