საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1629
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 24/07/2002
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.127
  • Word
1629
04/07/2002
სსმ, 23, 24/07/2002
080.000.000.05.001.001.127
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 74-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 74. სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო“.

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. სასამართლოს შეუძლია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალები – 65 წლიდან, მამაკაცები – 70 წლიდან), თუ მისჯილი არა აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2221 მუხლი:

     „მუხლი 2221. სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება

1. სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების ორგანიზება დაბრკოლებების, საგუშაგოების მოწყობის გზით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხერხით, რამაც შეაფერხა ან შეეძლო გამოეწვია რკინიგზის, საჰაერო, წყლისა და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

გ) რასაც თან სდევს ტვირთის, ბარგის ან დოკუმენტების უკანონო გასინჯვა და შემოწმება, –

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2291 მუხლი:

     „მუხლი 2291. ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა

1. ელექტრო – ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ისეთი საშუალების გამოყენებით, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, –

ისჯება ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის ავარია ან რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ანდა სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2401 მუხლი:

     „მუხლი 2401. ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა

1. ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                   ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 4 ივლისი.

№1629–რს