დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5363-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.018134 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1922 მუხლი:
„მუხლი 1922. უკანონო სააღმზრდელო საქმიანობა სააღმზრდელო საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე ან იმავე კანონით განსაზღვრული ფილიალის სააღმზრდელო საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის ფიზიკური პირისთვის დანიშნული ჯარიმა არ უნდა იყოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 462 მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 8 ივნისი 2016 წ. N5363-IIს |
დოკუმენტის კომენტარები