საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2980-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017584
2980-რს
25/12/2014
ვებგვერდი, 30/12/2014
080000000.05.001.017584
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 415-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლომ ამ კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი დანიშნოს 2017 წლის 1 იანვრიდან, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების შეზღუდვით შეცვალოს 2013 წლის 1 ნოემბრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 დეკემბერი 2014 წ.

N2980-რს