საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1701-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017239
1701-Iს
11/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
080000000.05.001.017239
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 238მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2381. ცივი იარაღის ტარება

  1. ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული ან ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, –

   ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვის ვადით.      

   2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არაერთგზის ან განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის  ჩადენისათვის ნასამართლები პირის მიერ, −

   ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

   შენიშვნა:

   1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს:

   ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;

   ბ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

   გ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;

   დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;

   ე) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია.

   2. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2013 წ.

N1701-Iს