დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3078 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/08/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 18/09/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.001.398 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1721 მუხლი:
„მუხლი 1721. შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელშეწყობა
1. შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელშეწყობა,–
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ,–
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№3078–რს
დოკუმენტის კომენტარები