საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1315-VIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.020493
1315-VIIრს-Xმპ
30/12/2021
ვებგვერდი, 13/01/2022
080000000.05.001.020493
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 352 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 3521. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსზე, ამ სამსახურის მოსამსახურეზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსზე ან ამ სამსახურის მოსამსახურეზე ზემოქმედება

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსზე, ამ სამსახურის მოსამსახურეზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსზე ან ამ სამსახურის მოსამსახურეზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 დეკემბერი 2021 წ.

N1315-VIIრს-Xმპ