დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 790-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.102776 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 3062 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3062. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება 1. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანში იგულისხმება ისეთი ზიანი, როდესაც გარემოს დაზიანების დონე „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს შეესაბამება. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირში არ იგულისხმება ფიზიკური პირი, გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური მეწარმისა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N790-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები