საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 725-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 28/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.020354
725-Vრს-Xმპ
12/07/2021
ვებგვერდი, 14/07/2021
080000000.05.001.020354
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3601 მუხლი:

„მუხლი 3601. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა

მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა, ჩადენილი ასეთი ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით  სამ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით გამოძიება იწყება მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვისა და ამ დადგენილების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადასტურების შემდეგ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.  


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივლისი 2021 წ.

N725-Vრს-Xმპ