დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 649 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/12/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 14/12/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.000.856 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-40 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებად.
2. 41-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსება,“.
3. 43-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსების“.
4. 49-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 61-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსების“;
ბ) მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებასთან“.
6. 62-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებისა“;
ბ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსების“.
7. 63-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსების,“.
8. 72-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსების,“.
9. 74-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
10. 383-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ანდა სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით ვადით ორ წლამდე“;
ბ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით ვადით ორ წლამდე“.
11. 384-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით იმავე ვადით ანდა“.
12. 385-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით იმავე ვადით ანდა“.
13. 386-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით ვადით ორ წლამდე ან“.
14. 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით იმავე ვადით“.
15. 388-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით ვადით ერთ წლამდე“;
ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით იმავე ვადით ანდა“.
16. 390-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ანდა სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით ვადით ერთ წლამდე“.
17. 391-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით იმავე ვადით ანდა“.
18. 392-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით იმავე ვადით ანდა“.
19. 393-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით იმავე ვადით ანდა“.
20. 394-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით ვადით ორ წლამდე ანდა“, ხოლო იმავე ნაწილში სიტყვები „იმავე ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „ვადით ორ წლამდე“.
21. 395-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით ვადით ორ წლამდე ანდა“, ხოლო იმავე ნაწილში სიტყვები „იმავე ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „ვადით ორ წლამდე“.
22. 396-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ანდა სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით ვადით ორ წლამდე“.
23. 397-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით ვადით ორ წლამდე ანდა“, ხოლო იმავე ნაწილში სიტყვები „იმავე ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „ვადით ორ წლამდე“.
24. 398-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით ვადით ორ წლამდე ანდა“, ხოლო იმავე მუხლში სიტყვები „იმავე ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „ვადით ორ წლამდე“.
25. 399-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით ვადით ორ წლამდე ანდა“, ხოლო იმავე მუხლში სიტყვები „იმავე ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „ვადით ორ წლამდე“.
26. მე-400 მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით ვადით ორ წლამდე ანდა“, ხოლო იმავე ნაწილში სიტყვები „იმავე ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „ვადით ორ წლამდე“.
27. 403-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით იმავე ვადით“.
II. ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში სასჯელის მოხდისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებსაც სასამართლოს განაჩენით სასჯელის სახედ დანიშნული ჰქონდათ სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსება.
III. ამ კანონის მეორე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებული პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს აგრძელებენ საერთო წესით.
IV. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 5 დეკემბერი.
№649–Iს
დოკუმენტის კომენტარები