საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 971-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.018526
971-IIს
15/06/2017
ვებგვერდი, 30/06/2017
080000000.05.001.018526
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 411-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ცეცხლის დროებით შეწყვეტის აღმნიშვნელი ალმის, სახელმწიფო დროშის, მოწინააღმდეგე მხარის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის, წითელი კრისტალის ან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აღიარებული სხვა დაცვითი ნიშნის, ფორმის ან სიგნალის არასათანადოდ გამოყენება, რამაც ადამიანის სიკვდილი ან მძიმე ფიზიკური დაზიანება გამოიწვია;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 15 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

15 ივნისი 2017 წ.

N971-IIს