საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3394-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.020921
3394-XIმს-Xმპ
29/06/2023
ვებგვერდი, 30/06/2023
080000000.05.001.020921
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3063 მუხლი:

„მუხლი 3063. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე განხორციელება

ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ −

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ივნისი 2023 წ.

N3394-XIმს-Xმპ