დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4027-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.019315 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2351 მუხლი: „მუხლი 2351. „ქიმიური იარაღის შესახებ“ კონვენციით განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატის ან მისი პრეკურსორის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ფლობა, განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მისდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგება, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბრუნვის წესების დარღვევა 1. „ქიმიური იარაღის შესახებ“ კონვენციით განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატის ან მისი პრეკურსორის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ფლობა, განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მისდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგება, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბრუნვის წესების დარღვევა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ქიმიური იარაღის დამზადების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“. 2. 406-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 406. მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღება, გადაზიდვა, ტრანზიტი ან გადაგზავნა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალული ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღება, გადაზიდვა, ტრანზიტი ან გადაგზავნა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 22 დეკემბერი 2018 წ. N4027-რს |
დოკუმენტის კომენტარები