დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3538 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 05/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.004.169 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1921 მუხლი:
„მუხლი 1921. უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა
1. შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის გამოყენება ავტორიზაციის გარეშე, –
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 15 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3538–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები