დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 827 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.003.397 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1822 მუხლი:
„მუხლი 1822.სააღსრულებო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე
სააღსრულებო საქმიანობა „სააღსრულებო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“.
2. 332-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა) ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, არბიტრაჟის წევრები, კერძო აღმასრულებლები, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№827–IIს
დოკუმენტის კომენტარები