საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 27/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.002.049
  • Word
2378
20/12/2005
სსმ, 55, 27/12/2005
080.000.000.05.001.002.049
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3781 მუხლი:

     „მუხლი 3781. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების გადაცემა

1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების გადაცემა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 378-ე – 379-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

გ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;

დ) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის გადაცემით;

ე) ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გადაცემით;

ვ) იარაღის გადაცემით;

ზ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: აკრძალულ საგნად ჩაითვლება ყველა საგანი (ნივთი), გარდა იმ საგნებისა (ნივთებისა), რომელიც დასაშვებია თან იქონიოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში და ჰაუპტვახტში მოთავსებულმა პირმა.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 დეკემბერი.

№2378–რს