საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6753-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.019951
6753-რს
13/07/2020
ვებგვერდი, 20/07/2020
080000000.05.001.019951
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 63-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად. აღნიშნული წესი არ გამოიყენება ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. თუ მსჯავრდებულმა არასრულწლოვანის მიმართ ჩაიდინა ამ კოდექსის 137-ე−139-ე, 141-ე და 253-ე−2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.“.

2. 71-ე მუხლის 51 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ხანდაზმულობა არ გამოიყენება ამ კოდექსის 1441−1443 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების მიმართ, აგრეთვე არასრულწლოვანის მიმართ ამავე კოდექსის 137-ე−141-ე და 253-ე−2552 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში.“.

3. 731 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მსჯავრდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია ამ კოდექსის 1441−1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, აგრეთვე არასრულწლოვანის მიმართ ამავე კოდექსის 137-ე−139-ე, 141-ე და 253-ე−2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში.“.

4. 137-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით,−“.

5. 138-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ;

ბ) ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. იგივე ქმედება:

ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ;

ბ)  ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“.

6. 140-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

ბ) ჯგუფურად;

გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე−139-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.“.

7. 141-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 141. გარყვნილი ქმედება

1. ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

ბ) ჯგუფურად;

გ) არაერთგზის;

დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე−140-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

ვ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ; 

ზ) ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.“.

8. 253-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 253. პროსტიტუციაში ჩაბმა 

1. პროსტიტუციაში ჩაბმა ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ან ორსული ქალის მიმართ;

გ) არაერთგზის;

დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ცამეტ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ან ორსული ქალის მიმართ;

გ) არაერთგზის;

დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“.

9. 254-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

გ) არაერთგზის;

დ) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:

„4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის  მიმართ, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, −

  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.“.

10. 255-ე−2552 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 255. პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება

1. პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

3. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა, ჩვენებაზე დასწრება ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

4. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეთავაზება, იმპორტი, ექსპორტი, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე.

5. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან გასაღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. 

7. ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. 

შენიშვნა:

1. არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები არის ნებისმიერი მეთოდით შექმნილი ვიზუალური ან აუდიოვიზუალური მასალა, აგრეთვე დადგმული წარმოდგენა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენილია არასრულწლოვანის ან არასრულწლოვანის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობა ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში ან ნაჩვენებია არასრულწლოვანის გენიტალური ორგანოები მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. პორნოგრაფიულად არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც აქვს სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

მუხლი 255​ 1. არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში 

 1. არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში, რაც არ უკავშირდება ამ არასრულწლოვანის მონაწილეობას ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

გ) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

მუხლი 255​ 2. არასრულწლოვანისთვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისთვის

1. სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება მის მიმართ ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, როდესაც შეთავაზებას მოჰყვა ასეთი შეხვედრისკენ მიმართული ქმედებები, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

2. სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება მის მიმართ ამ კოდექსის 255-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, როდესაც შეთავაზებას მოჰყვა ასეთი შეხვედრისკენ მიმართული ქმედებები, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.“.

11. 376-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა 

1. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

2. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივლისი 2020 წ.

N6753-რს