იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 322
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 23/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022034
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
322
23/05/2020
ვებგვერდი, 23/05/2020
470230000.10.003.022034
იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (17/03/2021 - 18/03/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №322

2020 წლის 23 მაისი

   ქ. თბილისი

 

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები.“
მუხლი 2
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების შესაბამისად ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შეთანხმებული M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანა ჩაითვალოს ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულად.
მუხლი 3
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესებს, წარმოადგენს ამ დადგენილების შემადგენელ ნაწილს.
მუხლი 31
ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 11მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებაზე თანხმობის გაცემა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №469 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.

მუხლი 32
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული რეგულაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესებს, წარმოადგენს ამ დადგენილების შემადგენელ ნაწილს და სავალდებულოა შესასრულებლად. ამ განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტესტირების ჩატარების საკითხები, მათ შორის, ტესტირებიდან გამომდინარე პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირები და ინფორმაციის დამუშავების პროცედურები, დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 იანვრის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.

მუხლი 4
1. დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 23 მაისიდან.

2. (ამოღებულია - 10.07.2020, №433).

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №433 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



იზოლაციისა და კარანტინის წესები

თავი I. ზოგადი რეგულაციები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ დადგენილების მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იზოლაციისა და კარანტინის წესების, ასევე, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა.

2. (ამოღებულია - 03.12.2020, №725).

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №566 – ვებგვერდი, 09.09.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №725 – ვებგვერდი, 03.12.2020წ.

მუხლი 2. მიმოსვლის რეგულირება

1. ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა.

2. (ამოღებულია - 29.01.2021, №40).

21. (ამოღებულია - 29.01.2021, №40).

22. (ამოღებულია - 29.01.2021, №40).

3. (ამოღებულია - 29.01.2021, №40).

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება საერთაშორისო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნაოსნობისათვის ღია ნავსადგურებში შემოსვლას..

5. (ამოღებულია - 15.07.2020, №440);

6. (ამოღებულია - 28.05.2020, №337).

6​​1. საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

62. ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე, შიდა გადაზიდვებზე;

ბ) საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებზე/სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;

გ) ჟურნალისტებზე, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებზე, რომელთა სიაც შეთანხმებულია ოპერაციულ შტაბთან;

დ) განსაკუთრებული ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე;

ე) 2020 წლის 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2021 წლის 1 იანვრის 05:00 საათის ჩათვლით პერიოდზე და 2021 წლის 6 იანვრის 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათის ჩათვლით პერიოდზე.

63. ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ საკარანტინო ღონისძიებაზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.

7. იკრძალება ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

71. (ამოღებულია - 24.02.2021, №73).

8. (ამოღებულია - 20.11.2020, №697).

81. საქართველოში მეზღვაურთა გადაადგილებისას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  მიერ.

82. (ამოღებულია - 20.11.2020, №697).

9. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, კერძოდ, ავიარეისის ნომრის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემების, თანამგზავრების, საკონტაქტო ინფორმაციისა და დაავადების გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და, დაავადების პრევენციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების შესასრულებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისა და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის გაზიარებას.  მითითებულ ინფორმაციაზე წვდომისა  და დამუშავების უფლება აქვთ კოვიდ და საკარანტინო სასტუმროებს, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 მაისის დადგენილება №337 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №341 – ვებგვერდი, 29.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივნისის დადგენილება №345 – ვებგვერდი, 02.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №350 – ვებგვერდი, 04.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ივნისის დადგენილება №355 – ვებგვერდი, 08.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ივნისის დადგენილება №375 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №433 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივლისის დადგენილება №440 – ვებგვერდი, 15.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №585 – ვებგვერდი, 17.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №634 – ვებგვერდი, 19.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №670 – ვებგვერდი, 09.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №674 – ვებგვერდი, 10.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №685 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №693 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №697 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №699 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №812 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №32 – ვებგვერდი, 28.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 იანვრის დადგენილება №40 – ვებგვერდი, 30.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილება №49 – ვებგვერდი, 04.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 თებერვლის დადგენილება №61 – ვებგვერდი, 09.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 24.02.2021წ.

მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესის რეგულირება

1. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესი უნდა განახორციელონ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს  დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომში – შრომის ინსპექციის სამსახური) უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

3.  საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების  (მათ შორის, სამეურვეო საბჭოს, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა/მოსწავლეთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) საქმიანობა განახორციელოს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა).

4. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული  პირი გადაიყვანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

5. ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

6. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართი №1-ის პირველი პუნქტის „შ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, შრომის ინსპექციის სამსახურს მიაწოდოს მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილია, დაამუშაოს ინფორმაცია მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირების ჩატარების თარიღის შესახებ (ტესტირების შედეგებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გარეშე). ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ახალი ტესტირების ჩატარებამდე, ამასთან, ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს წინა ჩატარებული ტესტირების შესახებ ინფორმაციის წაშლა/განადგურება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის დადგენილება №367 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივნისის დადგენილება №377 – ვებგვერდი, 22.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №393 – ვებგვერდი, 30.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №410 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ივლისის დადგენილება №413 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №546 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №578 – ვებგვერდი, 16.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №670 – ვებგვერდი, 09.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №699 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 იანვრის დადგენილება №8 – ვებგვერდი, 13.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №20 – ვებგვერდი, 21.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 9 იანვრის დადგენილება 3 7 – ვებგვერდი , 29.01.2021 .
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილება №49 – ვებგვერდი, 04.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 26.02.2021წ.

მუხლი 4. კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვა

1. დასაშვებია მუზეუმების და ბიბლიოთეკების საქმიანობა „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

2. დასაშვებია საშემსრულებლო/სახელოვნებო შემოქმედებითი კოლექტივების სარეპეტიციო საქმიანობა მაყურებლის გარეშე,  „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

3. დასაშვებია სპორტული გუნდების წვრთნები/ვარჯიშები მაყურებლის გარეშე, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

4. დასაშვებია სპორტული, სახელოვნებო/შემოქმედებითი წრეების/სტუდიების საქმიანობა „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

5. დასაშვებია, მაყურებლის გარეშე, შესაბამისი საერთაშორისო ან/და ეროვნული სპორტული ფედერაციის ეგიდით სპორტული ღონისძიების გამართვა.

[ 6. დასაშვებია ნებისმიერი ტიპის სპორტულ, სახელოვნებო და კულტურულ (გარდა კინოთეატრებისა) ღონისძიებაზე მაყურებლის დასწრება.  (ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან)]

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის დადგენილება №367 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 ივნისის დადგენილება №374 – ვებგვერდი, 18.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივნისის დადგენილება №377 – ვებგვერდი, 22.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივლისის დადგენილება №439 – ვებგვერდი, 15.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის დადგენილება №456 – ვებგვერდი, 23.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №566 – ვებგვერდი, 09.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №579 – ვებგვერდი, 16.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №657 – ვებგვერდი, 31.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №699 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 26.02.2021წ.

მუხლი 5. თავშეყრის რეგულირება

1. იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).

11. (ამოღებულია - 09.09.2020, №566).

2. დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ეხება სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ივლისის დადგენილება №450 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №566 – ვებგვერდი, 09.09.2020წ.

მუხლი 51. პარტიის წევრთა ყრილობის (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვ.) ან მსგავსი ტიპის პარტიული შეკრების რეგულირება

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პარტიის წევრთა ყრილობის (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვ.) გამართვა ან მსგავსი ტიპის პარტიული შეკრება ღია ან/და დახურულ საჯარო სივრცეში დასაშვებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №725 – ვებგვერდი, 03.12.2020წ.

მუხლი 6. ეკონომიკური საქმიანობის რეგულირება

1. დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) (ამოღებულია - 24.02.2021, №73);

ბ) გასართობი დაწესებულებების საქმიანობისა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა;

გ) (ამოღებულია - 26.02.2021, №78);

დ) საუნებისა და სხვა სპა პროცედურების საქმიანობებისა.

11. (ამოღებულია - 26.11.2020, №699).

12. სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურის/აქტივობის, ღია/დახურული ტიპის აუზების განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ შრომის ინსპექციის სამსახურის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული  უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

2. (ამოღებულია - 28.05.2020, №337).

21. დასაშვებია რესტორნების/ბარების/კაფეების, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში მხოლოდ სასტუმროსა და განთავსების მსგავსი საშუალებების სტუმრებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით 21:00 საათამდე, ხოლო 21:00 საათიდან დასაშვებია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

3. (ამოღებულია - 28.05.2020, №337).

3​1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის, როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას;

ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;

გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;

დ) პრესის ჯიხურებს.

32. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში,          ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში ამ დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური გასცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას საქმიანობის განხორციელების თაობაზე, თუ საქმიანობის განსახორციელებლად  „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დამტკიცებული დანართ 1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად მოთხოვნილია ობიექტზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების სავალდებულოდ ტესტირება, ამავე განკარგულებით დადგენილი წესით.

4. (ამოღებულია - 28.05.2020, №337).

41. გარდა ამ მუხლის 4​2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა,  შაბათ-კვირას კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“), ხოლო სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება შაბათ-კვირას ასევე დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი).

4​2. აჭარის რეგიონში 2021 წლის 1 მარტიდან, ხოლო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 8 მარტიდან, დასაშვებია კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღებით, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებებისა და შაბათ-კვირისა. შიდა სივრცეში სტუმრის მიღებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

5. (ამოღებულია - 28.05.2020, №337). 

5​1. ღია და დახურული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობა ხორციელდება არსებული ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით.

6. დასაშვებია აჭარის რეგიონში 2021 წლის 1 მარტიდან, ხოლო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 1 აპრილიდან აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშება.

7. სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ:

ა) საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით;

ბ) შრომის ინსპექციის სამსახურის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული  უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

71. (ამოღებულია - 24.02.2021, №73)..

8.  ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით (გარდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისა, სადაც ამ პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია განისაზღვრება არანაკლებ 1 მეტრით), „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

9. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დადგენილი წესის დარღვევის ან/და „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში, შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, შეაჩეროს ეკონომიკური საქმიანობა.

91. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტი ვალდებულია, შრომის ინსპექციის სამსახურს მიაწოდოს მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილია, დაამუშაოს ინფორმაცია მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ  კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირების ჩატარების თარიღის შესახებ (ტესტირების შედეგებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გარეშე).

შენიშვნა: სუბიექტი უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ახალი ტესტირების ჩატარებამდე, ამასთან, ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს წინა ჩატარებული ტესტირების შესახებ ინფორმაციის წაშლა/განადგურება.

10. ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის, კერძოდ, ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების ან/და დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობის განახლება განხორციელდება შესაბამისი მიმართვის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.

11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრავენ იმ მეწარმე სუბიექტებს ან/და საქმიანობებს, რომლებზეც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება და რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

12. „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა ანგარიშვალდებული საწარმოსი) და მათ მიერ/მათ წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

13. (ამოღებულია - 24.02.2021, №73).

14. (ამოღებულია - 24.02.2021, №73).

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 მაისის დადგენილება №337 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივნისის დადგენილება №345 – ვებგვერდი, 02.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 ივნისის დადგენილება №374 – ვებგვერდი, 18.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №410 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ივლისის დადგენილება №414 – ვებგვერდი, 06.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივლისის დადგენილება №439 – ვებგვერდი, 15.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის დადგენილება №456 – ვებგვერდი, 23.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს დადგენილება №515 – ვებგვერდი, 19.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №537 - ვებგვერდი, 27.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №546 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №566 – ვებგვერდი, 09.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №579 – ვებგვერდი, 16.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №584 – ვებგვერდი, 18.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №657 – ვებგვერდი, 31.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №659 – ვებგვერდი, 03.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №670 – ვებგვერდი, 09.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №674 – ვებგვერდი, 10.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №699 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №783 – ვებგვერდი, 23.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №812 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №20 – ვებგვერდი, 21.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №32 – ვებგვერდი, 28.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 9 იანვრის დადგენილება 3 7 – ვებგვერდი , 29.01.2021 .
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 9 იანვრის დადგენილება 38  – ვებგვერდი , 29.01.2021 .
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილება №49 – ვებგვერდი, 04.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 თებერვლის დადგენილება №63 – ვებგვერდი, 16.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №64 – ვებგვერდი, 17.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 24.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 26.02.2021წ.

მუხლი 7. საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების დროებითი წესები

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია:

ა) განსაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე, ნოტარიუსებისა და კერძო აღმასრულებლების საქმიანობების ადმინისტრირების, აგრეთვე, მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული წესები და პირობები;

ბ) პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმის დაცვის ვალდებულება, ასევე პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადება დაარეგულიროს კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია:

ა) დაადგინოს საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;

ბ) დაადგინოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში;

გ) განსაზღვროს საერთაშორისო დაცვის პროცედურების კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები. 

3. საჯარო დაწესებულებებს, ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს მიენიჭოთ უფლებამოსილება, გამოიყენონ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა.

4. საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ პირთა მომსახურების დისტანციურად მიწოდება, გარდა იმ მომსახურებებისა, რომელთა დისტანციურად მიწოდებაც შეუძლებელია ან გადაუდებელ აუცილებლობას უკავშირდება.

5. საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის სამსახურში ფიზიკურად ყოფნა/გამოცხადება აუცილებელია.

6. საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

7. „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივნისის დადგენილება №345 – ვებგვერდი, 02.06.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №699 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №812 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.

მუხლი 8. ოპერაციული შტაბი

1. ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი შეირჩევა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა მოადგილეებიდან ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ.

3. ოპერაციული შტაბის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით.

4. ოპერაციული შტაბი უფლებამოსილია, მის დაქვემდებარებაში შექმნას ადგილობრივი ოპერაციული შტაბები.

5. დაევალოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს,  განახორციელოს ოპერაციული შტაბის საქმიანობის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა, მათ შორის,  ოპერაციული შტაბის საქმიანობისათვის საჭირო სამუშაო სივრცის გამოსაყოფად შესაბამის უძრავ ნივთზე თხოვების ხელშეკრულების გაფორმება, აღნიშნული ფართის მოვლა-პატრონობა (დასუფთავების, კომუნალური გადასახადებისა და კავშირგაბმულობის ხარჯი) და ოპერაციულ შტაბში საქმიანობის განმახორციელებელი პირების კვებითა და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №718 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №83 – ვებგვერდი, 05.03.2021წ.

მუხლი 9. დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები და მათი უფლებამოსილება

1. ამ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე  ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს.

2. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის ან მეწარმე სუბიექტის (გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა) მიერ სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს შრომის ინსპექციის სამსახური უშუალოდ ან/და ამ დადგენილების მიზნებისათვის შემდეგი საზედამხედველო/სახელმწიფო უწყებების  დახმარებით:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური.

21. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ტესტირების განხორციელების პროცედურების დაცვის თაობაზე მონიტორინგს ახორციელებს შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც ამ მიზნით, ასევე აღნიშნული სუბიექტების მიერ ამ დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელების თაობაზე დასკვნის გაცემის მიზნით, უფლებამოსილია:

ა) „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისგან მიიღოს ინფორმაცია შესაბამის ობიექტზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ, კერძოდ, სახელი, გვარი და პირადი ნომერი. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების არსებობის ვადით, რომლის გაუქმების შემდგომაც ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ინფორმაციის წაშლა/განადგურება;

ბ) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან მიიღოს ინფორმაცია „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების  დანართ №1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისა და მასში მომუშავე პირების შესახებ  კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირების ჩატარების თარიღის შესახებ (ტესტირების შედეგებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გარეშე). შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ახალი ტესტირების ჩატარებამდე, ამასთან, ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს წინა ჩატარებული ტესტირების შესახებ ინფორმაციის წაშლა/განადგურება;

გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებით გამოიყენოს სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის სპეციალიზებული  ელექტრონული პორტალი www.labour.moh.gov.ge.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურისთვის დახმარება ეთხოვოთ თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურებს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საზედამხედველო სამსახურებს.

4. შრომის ინსპექციის სამსახურს, როგორც სამუშაო ადგილების, დასაქმებულთა, დამსაქმებელთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უსაფრთხოების ძირითად მაკონტროლებელს, მიეცეს უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უშუალოდ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უწყებების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს კონტროლი სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე. შრომის ინსპექციის სამსახურსა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უწყებების საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება  „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის  (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

41. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების აღსრულების თაობაზე, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური უშუალოდ ან/და ამავე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო/სახელმწიფო უწყებების  დახმარებით უფლებამოსილია, განახორციელოს შესაბამისი საგანმანათლებლო/საინფორმაციო ღონისძიებები.

5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური არსებული რესურსის ფარგლებში, საკარანტინე სივრცის/ტერიტორიის გარე პერიმეტრის კონტროლის გზით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევს დახმარებას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირების მხრიდან კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით.

6. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ცალკეულ უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის გზით მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს  ოკუპირებულ  ტერიტორიაზე  მცხოვრებ  მოსახლეობას, ასევე საქართველოს  კონტროლირებად ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურ  უმცირესობებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამისი ზომების გატარების შესახებ მათთვის გასაგებ  ენაზე და  ხელმისაწვდომი  კომუნიკაციის  საშუალებებით.  ასევე ზემოაღნიშნულ უწყებებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციის გზით ხელი შეუწყოს  ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ ძალისხმევას.

7. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი − 71 პუნქტების დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან,  დარღვევის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის გამოცემიდან, დაუყოვნებლივ, აღნიშნული ფიზიკური პირის/მეწარმე სუბიექტის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდონ, შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში ან/და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს. აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის გამოცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან, შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში ან/და ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაცია მიაწოდონ მხოლოდ მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტების თაობაზე.

8. ის ფიზიკური პირი/მეწარმე სუბიექტი ან/და მათ მიერ დაფუძნებული მეწარმე სუბიექტი, რომლის მხრიდანაც დარღვეულია ამ წესის მე-6 მუხლის პირველი − 71 პუნქტები და აღნიშნული დარღვევის თაობაზე შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე  საქართველოში ან/და ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაცია მიღებული აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:

ა) ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №728 და 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამებით − „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ და „სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ განსაზღვრული თანადაფინანსებით/სუბსიდირებით (აქვე იგულისხმება 2020 წლის 3 დეკემბრის №728 დადგენილების პირველი მუხლის „დ“ და 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფიზიკური პირიც, რომელიც არ საჭიროებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციას და ამავე პირის მიერ დაფუძნებული საწარმო), თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ ლიზინგის გამცემისათვის თანადაფინანსების/სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე;

ბ) ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის №678 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით − „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/მიკრო სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი“ განსაზღვრული სუბსიდირებით, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ ლიზინგის გამცემისათვის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე;

გ) ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით − „საკრედიტო საგარანტიო სქემა“, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს სქემის ფარგლებში სესხის დამტკიცებამდე 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აწარმოე საქართველოში ვალდებულია, შეწყვიტოს პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის უზრუნველყოფა და მოითხოვოს გაცემული საგარანტიო თანხის უკან დაბრუნება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;

დ) ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს ხსენებულ მეწარმე სუბიექტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აწარმოე საქართველოში ვალდებულია,  შეწყვიტოს პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირება, თუ საანგარიშო თვეში სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიიღებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას;

ე) ვერ ისარგებლებს „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებით, „აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებითა და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის  №139 განკარგულებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამებით/პროექტებით,  თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს მეწარმე ფიზიკური პირისთვის/იურიდიული პირისთვის თანადაფინანსების/დაფინანსების/სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე. ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო ვალდებულია, შეწყვიტოს პროგრამის/პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების/დაფინანსების გაცემა ან/და გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირება, თუ თანადაფინანსების/დაფინანსების გაცემის დღისთვის ან საანგარიშო თვეში სუბსიდირების/თანადაფინანსების/დაფინანსების თანხის ჩარიცხვამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიიღებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №468 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს დადგენილება №515 – ვებგვერდი, 19.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №20 – ვებგვერდი, 21.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 9 იანვრის დადგენილება 3 7 – ვებგვერდი , 29.01.2021 .
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №55 – ვებგვერდი, 05.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 თებერვლის დადგენილება №61 – ვებგვერდი, 09.02.2021წ.

თავი II. ფიზიკური პირის მიმართ გასატარებელი იზოლაციისა და კარანტინის წესები

მუხლი 10. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე თავი არეგულირებს ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) კონტროლის, რეაგირებისა და მზადყოფნის მიზნით, იზოლაციასა და კარანტინთან დაკავშირებულ საკითხებს და პირობებს და ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა პირზე.

2. ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნით ყველა პირი ვალდებულია:

ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას ან გაზრდას;

ბ) დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ისეთი გარემოებების შესახებ, რაც აუცილებელია დაავადების გავრცელების რისკების შესაფასებლად;

გ) გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად;

დ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;

ე) ამ თავის მოთხოვნათა შესაბამისად დაიცვას იზოლაციისა და საკარანტინო ღონისძიებები;

ვ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები.

მუხლი 11. ფიზიკურ პირთა იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის წესები

1. ამ თავის მიზნებისთვის, იზოლაცია ხორციელდება კორონავირუსის გავრცელების რისკის აღკვეთის მიზნით, კორონავირუსზე საეჭვო ან მაღალი რისკის მატარებელი პირების მიმართ.

2.  ამ თავის მიზნებისთვის, იზოლაცია შეიძლება, მოხდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში (კარანტინი) ან თავად ამ პირის მიერ უზრუნველყოფილ სივრცეში (თვითიზოლაცია).

3. იზოლაციის ღონისძიებები ხორციელდება ფიზიკური პირის, ფიზიკურ პირთა ჯგუფების, საცხოვრებელი სახლის/კორპუსის, სამედიცინო დაწესებულების, თავშესაფრებისა და დასახლებული პუნქტების/დასახლებების/მუნიციპალიტეტის მიმართ.

4. კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებითა და  ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში იზოლაციას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები კი ექვემდებარებიან 5-დღიან სავალდებულო კარანტინს, რომელსაც დატოვებენ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

4​​​1. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირებისათვის იზოლაციის (თვითიზოლაცია/კარანტინი)   პირობები განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში არ ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს;

ბ) უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე:

ბ.ა) საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს  სავალდებულო PCR  ტესტირებას საკუთარი ხარჯით;

ბ.ბ) საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – ექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

გ) უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამ წესის 115 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება;

დ) პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით ექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

42. ამ მუხლის 4პუნქტით განსაზღვრულ კარანტინში მყოფ პირს ტესტირება უტარდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დადგენილი წესით. აღნიშნული პროცესის მართვა ხორციელდება ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება:

ა) კარანტინში ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა მონაცემების იდენტიფიცირება საკარანტინე სივრცეების მიხედვით;

ბ) კარანტინში ტესტირებაჩატარებული პირების შესახებ მონაცემების დამუშავება საკარანტინე სივრცეების დატოვების მიზნით.

4​3.  ამ მუხლის 4​2 პუნქტით გათვალისწინებული პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები  და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

44. საკატანტინო სივრცეებში განთავსების მიზნით, ამ წესის 114 მუხლით განსაზღვრული პირების აღრიცხვასა და მონიტორინგს ახორციელებს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამავე წესის მე-11 მუხლის 42 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) – registration.gov.ge-ის მეშვეობით. ინფორმაციის აღრიცხვისა და მასზე წვდომის უფლებამოსილება გააჩნიათ აგრეთვე შესაბამის კოვიდ და საკარანტინო სასტუმროებს საკუთარ სასტუმროში განთავსებული პირთა წრის ფარგლებში.

5. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს (მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გავლით ჩამოსვლის შემთხვევაში), აგრეთვე (გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სსიპ – შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ჩაღრმავებულ გამოკითხვასა და აღრიცხვას „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №454 დადგენილებით დამტკიცებული „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათის“ (დანართი №9) შევსებით, რომელიც ასევე წარმოადგენს გადაწყვეტილებას აღნიშნული პირების იზოლაციის შესახებ.

51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურებისაგან (გარდა თერმული სკრინინგისა) თავისუფლდებიან:

ა) ამ წესების 11​2 მუხლის შესაბამისად საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული უცხოელი ვიზიტორები;

ბ) „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული პირები, რომლებიც ექვემდებარებიან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსებას.

6. კონტაქტირებული პირების დადგენას ახორციელებენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების (სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი სამსახურები; მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები) უფლებამოსილი პირები (ეპიდემიოლოგები), რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული პირების იზოლაციის შესახებ.

7. ამ მუხლის 41 პუნქტის შემთხვევაში, პირის მიერ ივსება სპეციალური განაცხადი  ვებგვერდზე – www.stopcov.ge  განთავსებული ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით, ხოლო იზოლაციაში (თვითიზოლაცია, კარანტინი) მყოფი პირების შესახებ მონაცემების დამუშავება და პროცესის მართვა შეიძლება, განხორციელდეს ამ მუხლის 4პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) მეშვეობით.

71.(ამოღებულია - 21.10.2020, №637).

72. იზოლაციისას პირის ტესტირების საკითხები რეგულირდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების შესაბამისად.

8. საკარანტინე სივრცეებში შესაბამისი პირების გადაყვანას, კომპეტენციების შესაბამისად, ახორციელებენ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი და სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით). სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პირების გადაყვანას ახორციელებს მხოლოდ აჭარის რეგიონის მასშტაბით, ხოლო დანარჩენი საქართველოს მასშტაბით პირების გადაყვანა ხორციელდება სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ.

9. იზოლაციამდე (კარანტინი, თვითიზოლაცია) ფიზიკური პირი ხელს აწერს ინფორმირების ფორმას (დანართი №3). ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, ფორმაში კეთდება შესაბამისი შენიშვნა, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

10. იზოლაციამდე პირს განემარტება/გადაეცემა შესაბამისი ინფორმაცია მისი უფლება-მოვალეობების შესახებ, რომელიც უნდა დაიცვას იზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის პერიოდში.

11. დადასტურებული შემთხვევის კონტაქტის იზოლაციის ვადის ხანგრძლივობას განსაზღვრავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების უფლებამოსილი პირ(ებ)ი. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/ კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა.

12. ფიზიკური პირის იზოლაციის (კარანტინი, თვითიზოლაცია) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) წერილობით ან ზეპირად. გადაწყვეტილების ზეპირად მიღების შემთხვევაში, არაუმეტეს 5 დღისა გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ ხდება ამ გადაწყვეტილების წერილობითი სახით გაფორმება.

13. გადაწყვეტილებაში აღინიშნება ფიზიკური პირის იზოლაციაში მოთავსების თარიღი და ვადა.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის მიზნებისთვის, გადაწყვეტილებად ჩაითვლება „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №454 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №9-ის გაფორმება ან სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ან სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შევსება (რაც შესაძლებელია იყოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).

15. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული აქტის გამოცემა არ არის სავალდებულო, როდესაც კარანტინი ცხადდება კონკრეტული ტერიტორიის (მუნიციპალიტეტი, დასახლება) მიმართ.

16. პირის მიმართ იზოლაციის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შესაბამისი ფაქტის ან/და ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გააკონტროლოს იზოლაციაში (თვითიზოლაციაში, კარანტინში) მყოფი პირის მიერ იზოლაციაში ყოფნის პირობების დაცვა, რაც მოიცავს, მათ შორის, მის ფიზიკურად ადგილზე გადამოწმებას, პერიოდული სატელეფონო ზარების განხორციელებასა და საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საშუალებებით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილება №344 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივნისის დადგენილება №378 – ვებგვერდი, 22.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №495 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №545 - ვებგვერდი, 27.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 14.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №607 – ვებგვერდი, 01.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №616 – ვებგვერდი, 07.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 08.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №637 – ვებგვერდი, 21.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №697 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №719 – ვებგვერდი, 02.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №770 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 იანვრის დადგენილება №40 – ვებგვერდი, 30.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 თებერვლის დადგენილება №61 – ვებგვერდი, 09.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №65 – ვებგვერდი, 17.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 მარტის დადგენილება №108 – ვებგვერდი, 17.03.2021წ.

მუხლი 111. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დელეგაციების წევრთა, ასევე საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები

1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:

ა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები;

ბ) საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ივნისის დადგენილება №3 91 – ვებგვერდი, 29.06 .2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №495 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.

მუხლი 112.  საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით ვიზიტორების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები

1. (ამოღებულია - 27.08.2020, №538).

2. საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული პირები საქართველოს  ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს.

4. საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარგობრივი სამინისტროების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ დაინტერესებულ მხარეს.

41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საჯარო დაწესებულება, ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსულ პირებზე თანხმობის გაცემის შემთხვევაში ასევე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ამ წესების შესაბამისად, ვიზიტორისათვის PCR  ტესტირების/კვლევების ჩატარების შესახებ;

ბ) ვიზიტორის კარანტინში განთავსების შესახებ.

5. ელექტრონული პროგრამის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი სსიპ − აწარმოე საქართველოში, ხოლო ადმინისტრირებას ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

6. ის უცხოელი ვიზიტორი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად,  ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება და ტესტირების პასუხის მიღებამდე განთავსდეს 24 სთ-ით კარანტინში საკუთარი ხარჯით, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უწყების გადაწყვეტილების შესაბამისად:

ა)  მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა; ან

ბ) საკუთარი ხარჯით განთავსდეს 8-დღიან კარანტინში და საკარანტინე სივრცის დატოვებისას აგრეთვე მე-12 დღეს ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს PCR კვლევა.

7. (ამოღებულია - 14.09.2020, №577).

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე. აღნიშნული პირები  ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას თან იქონიონ უკანასკნელი 72 სთ-ის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ივლისის დადგენილება №418 – ვებგვერდი, 08.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №469 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №495 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №538 - ვებგვერდი, 27.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 14.09.2020წ.

მუხლი 113. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებსა და წვრთნებში მონაწილე უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა/წარმომადგენელთა მიმართ გასატარებელი პროცედურები

1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარება უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე/წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობას იღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილ ქვემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებსა და წვრთნებში:

ა) „მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლება „NOBLE PARTNER 20“;

ბ) „გაერთიანებული ერთობლივი წვრთნები (Joint Combined Exercise Training /JCET)“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე  უნდა წარადგინონ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტამდე 8-დღიანი კარანტინის გავლისა და უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთები.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №504 – ვებგვერდი, 17.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 14.09.2020წ.

მუხლი 114. იმ უცხოელი ვიზიტორების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც საქართველოდან დისტანციურად ახორციელებენ სხვა ქვეყნებში ბიზნეს/შრომით საქმიანობას

1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს ექვემდებარებიან ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომით საქმიანობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები საქართველოს  ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსება შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირებს.

4. საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი სამინისტროები, ერთობლივი ბრძანების საფუძველზე და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მხარეს.

5. ელექტრონული პროგრამის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო ადმინისტრირებას ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროები.

6. ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი, ხოლო 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ და ასევე მე-12 დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე. ასეთმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე  უნდა წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №525 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 14.09.2020წ.

მუხლი 115. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები

1. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (შემდეგში – უცხოელი სტუდენტები), გარდა ამ მუხლის 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტებისა, საქართველოში შემოსვლის მიზნით ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – ელექტრონული პროგრამა) შემდეგი სპეციალური აპლიკაციის ფორმების შევსების გზით, კერძოდ:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ ელექტრონული პროგრამის სპეციალური ფორმის – „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმის“ შევსების გზით;

ბ)  ამ მუხლის 51 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ ელექტრონული პროგრამის სპეციალური ფორმის – „ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების/რეზიდენტების რეგისტრაციის ფორმის“ შევსების გზით.

2. ელექტრონულ პროგრამაში უცხოელი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გასცემს თანხმობას ან უარს.

4. საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის ან უარის შესახებ ინფორმაციას უცხოელ სტუდენტებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

5. უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, საკუთარი ხარჯებით გაიარონ სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეში და 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო კარანტინს არ ექვემდებარებიან ის  უცხოელი სტუდენტები, რომლებიც:

ა) საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) არიან „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ დანართ №2-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეები და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა სტუდენტებმა საქართველოში შემოსვლისას სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სტუდენტის სტატუსიც აქვს მინიჭებული უცხოელ სტუდენტს, ვალდებულია:

ა) შეამოწმოს შესაბამისი უცხოელი სტუდენტის მიერ ელექტრონულ პროგრამაში შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმის სისწორე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემამდე ელექტრონულ პროგრამაში ასახოს უცხოელ სტუდენტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის დამადასტურებელი სადაზღვევო პოლისის რეკვიზიტები;

ბ) უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასთან ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების განთავსების მიზნით შერჩეულ სასტუმროში (ან განთავსების მსგავს საშუალებებში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში უცხოელი სტუდენტის გადაყვანა და განთავსება;

გ) უცხოელი სტუდენტის კარანტინში ყოფნის პერიოდში გააკონტროლოს და კოორდინაცია გაუწიოს მასზე სამედიცინო მეთვალყურეობასა და დაცულობას;

დ) უცხოელი სტუდენტისათვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში მიაწოდოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №565 - ვებგვერდი, 09.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 08.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №54 – ვებგვერდი, 05.02.2021წ.

მუხლი 12. იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობები

1. იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება.

2. დასაშვებია იზოლაციაში მყოფი პირის არაპირდაპირი კონტაქტით საკვებისა და პირადი საჭიროების საგნების/ტანსაცმლის, ხოლო საჭიროებისას – მედიკამენტების გადაცემა.

3. საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია მინიმუმამდე. დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით.

4. იზოლაციის პერიოდში პირი სარგებლობს განცალკევებული ჭურჭლით (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცით და საწოლით, ერთჯერადი ინვენტარით.

5. იზოლაციაში მყოფ პირს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს სატელეკომუნიკაციო კავშირით (მათ შორის, ინტერნეტით).

6. იზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს იზოლაციაში მყოფი პირის პერიოდულ მონიტორინგს. საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი ასევე შესაძლებელია განახორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილმა სამსახურებმა.

7. იზოლაციაში მყოფი პირის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში/კლინიკიდან ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ, სპეციალური ავტოტრანსპორტით, საჭიროებისამებრ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით. იზოლაციაში მყოფი პირი სტაციონარში განთავსდება ბოქსირებულ პალატაში, საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე.

8. იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება.

9. იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს.

10. იზოლაციაში მყოფ პირს იზოლაციის პერიოდში ეკრძალება სხვა პირებთან ურთიერთობა, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ რეკომენდებული დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე.

მუხლი 13. ამ თავით გათვალისწინებული წესების კონტროლი

ამ თავით დადგენილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტის ან/და წესების დარღვევაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, რომელიც უფლებამოსილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილოს ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 14. ინფორმაციის გაცვლა

1. სსიპ – შემოსავლების სამსახური კორონავირუსზე საეჭვო ან მაღალი რისკის მატარებელი უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული პირების თერმული სკრინინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციასა და „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №454 დადგენილებით დამტკიცებული „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათით“ (დანართი №9) გათვალისწინებულ ინფორმაციას, კომპეტენციის ფარგლებში, გადასცემს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ან მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, კონტაქტირებული პირების დადგენისა და იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

2. პირის საკარანტინო სივრცეში გადაყვანისა და განთავსების მიზნით, სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მხოლოდ აჭარის რეგიონის მასშტაბით), სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უფლებამოსილნი არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცენ საკარანტინო სივრცეში გადასაყვანი პირის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია).

3. იზოლაციას (თვითიზოლაცია, კარანტინი) დაქვემდებარებული ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

4. თვითიზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციაში ყოფნის პირობების დაცვის კონტროლის მიზნით, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თვითიზოლაციას დაქვემდებარებული ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაციას (სახელს, გვარს, პირად ნომერს, საკონტაქტო ინფორმაციასა და თვითიზოლაციის/საცხოვრებელ მისამართს) უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

5. COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებულ შემთხვევებზე ინფორმაცია (წინა საანგარიშგებო დღეს სტატისტიკურად  აღრიცხული ახალი შემთხვევების სახელობითი  სია ელექტრონული ფორმატით, მათი საკონტაქტო მონაცემების მითითებით) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘) (საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ასევე მართავს დღის მანძილზე მიღებულ შეტყობინებებს, რომლებიც არ არის შესული ზემოაღნიშნულ ელექტრონულ სიაში), რომელიც პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასების მიზნით, აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცირებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებს.

51. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინებები (პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეგზავნება „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცრებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებს.

6. კორონავირუსის გამო სამედიცინო დახმარების შესახებ შეტყობინების მიღებისას, პირის მოთხოვნის შემთხვევაში, პირის შესაბამის სადაზღვევო ორგანიზაციაში/სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში ოპერატიულად გადამისამართების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია,  პირის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიწოდებულ დაზღვევით მოსარგებლე პირთა შესახებ ბაზაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ ბაზა უნდა მოიცავდეს დაზღვევით მოსარგებლე პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, დაზღვევის დასაწყისს, დაზღვევის დასასრულს, დაზღვევის ვადამდე შეწყვეტის თარიღს, დამზღვევს (საბიუჯეტო − დამზღვევი, რომელიც ახორციელებს დაზღვევას საბიუჯეტო სახსრებით; არასაბიუჯეტო) და სადაზღვევო ორგანიზაციას.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებები/ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ პროგრამულ უზრუნველყოფაში შეავსონ  COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვის პროცესში მათი მოქმედების შესაბამისი ინფორმაცია.

8. ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე კერძო დაწესებულებები, რომლებიც დაკისრებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ ამ წესითა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით, უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების დამუშავებას პირთა იზოლაციის/კარანტინის ღონისძიებებისა და COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების ეფექტიანი და კოორდინირებული მართვის მიზნით, რისთვისაც უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ მათ სისტემაში არსებული სხვადასხვა ელექტრონული სისტემა ან/და განახორციელონ მონაცემების გაცვლა, მათ შორის, აღნიშნულ სისტემებს შორის კავშირის გზით. ამასთან, მონაცემთა გაცვლის საკითხები დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, დარეგულირდეს  მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №635 – ვებგვერდი, 19.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №638 – ვებგვერდი, 21.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №647 – ვებგვერდი, 27.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №750 – ვებგვერდი, 17.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 თებერვლის დადგენილება №61 – ვებგვერდი, 09.02.2021წ.

თავი III. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივლისის დადგენილება №395 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 16.06.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივლისის დადგენილება №395 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №351 – ვებგვერდი, 04.06.2020წ.

თავი III1. ეპიდემიური კერების მართვა

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №468 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.

მუხლი 161. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №468 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №493 – ვებგვერდი, 10.08.2020წ.

მუხლი 162. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №493 – ვებგვერდი, 10.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №495 – ვებგვერდი, 12.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №526 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №547 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.

მუხლი  163. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №601 – ვებგვერდი, 24.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №613 – ვებგვერდი, 06.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №624 – ვებგვერდი, 15.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №631 – ვებგვერდი, 19.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №659 – ვებგვერდი, 03.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №715 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.

მუხლი 164. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №624 – ვებგვერდი, 15.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №636 – ვებგვერდი, 20.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №659 – ვებგვერდი, 03.11.2020წ.
 

თავი IV. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში დროებითი ღონისძიებები

მუხლი 17. სოციალური დაცვის მიმართულება

1. სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ა.შ.) გარდამავალ ეტაპზე უწყვეტად გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) არ განახორციელოს სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა, გარდა პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა. ამ შემთხვევაში, გასაცემლის ადმინისტრირება განხორციელდება შესაბამისი გასაცემლის ადმინისტრირებისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობებით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს შეუჩერდეთ სახელმწიფო გასაცემლის გაცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.

2. შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ორგანო გათავისუფლდეს გასაცემლის ადმინისტრირების ვალდებულებისაგან, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს გასაცემლის შეჩერება, გარდა პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა, რა დროსაც გასაცემლის ადმინისტრირება განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობებით.

21. სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო გასაცემლებისა და სოციალური დახმარებების დანიშვნა, განახლება და/ან მათ ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების წარმოება განახორციელოს ელექტრონული ფორმით მიწოდებული განცხადების და/ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის საფუძველზე.

3. (ამოღებულია - 01.06.2020, №344).

4.  „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ იმ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერებსა (ფორმა №IV-50/4) და, შესაბამისად, ამ ამონაწერებით გათვალისწინებულ სტატუსებს, რომელთა საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1 დეკემბერი და შემდგომი პერიოდი, შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა 2021 წლის 1  აპრილამდე. ამ ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის გაცემის უწყვეტობა, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ადმინისტრირება განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობებით.

5. „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილების ფარგლებში, სააგენტომ არ განახორციელოს ამავე დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების ოჯახების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმება (ბენეფიციარების ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით) და ფულადი დახმარება გაიცეს ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გარდა ამ პროგრამის ფარგლებში დადგენილი გამონაკლისებისა (სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული ბაზის მიხედვით: გარდაცვალება, მოქალაქეობის შეწყვეტა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზის მიხედვით − საზღვრის კვეთა).

6. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრაციისა და/ან „საარსებო შემწეობის“ დამატებითი ადმინისტრირების კუთხით: 

ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება, მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, არ განხორციელდება სააგენტოს ინიციატივით და/ან „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირველადი ან განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ;

ბ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით, სააგენტომ უწყვეტად გააგრძელოს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემა, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა) საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების  ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლისა, რა დროსაც კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან;

1) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსება, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსება, საზღვრის კვეთა), გამოკლებული წევრ(ებ)ის უკან დაბრუნების/დამატების შემთხვევაში, სააგენტო, ოჯახის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას, სხვა შემთხვევაში, საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება გადაანგარიშებული ოდენობით, ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით;

დ) თუ ოჯახი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის/შეფასების შედეგად მოიპოვებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, სააგენტო ვალდებულია, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურა განახორციელოს ავტომატურად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის გარეშე;

ე) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლის არსებობისას. შესაბამისად, სარეიტინგო ქულის მინიჭება უნდა განხორციელდეს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების შესაბამისად;

ვ) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, თუ ოჯახის მიერ დარღვეულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წესის“ მე-14 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას ან  ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის/ბავშვის დეკლარაციის  შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან თუ ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები ან ოჯახმა მისამართის ცვლილების საფუძვლით, განმეორებითი შეფასების განაცხადით მიმართა სააგენტოს და ახალ მისამართზე სოციალური აგენტის ვიზიტ(ებ)ის შედეგად დასტურდება, რომ ოჯახი არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე;

ზ) სააგენტო უფლებამოსილია, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებისა და „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილების ფარგლებში პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის სანაცვლოდ ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნიოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემები, რაც სააგენტოს მიეწოდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.

7. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში მომსახურების მიწოდება (გარდა 24-საათიანი სერვისებისა და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა) შეჩერდეს 2020 წლის 1 ივლისამდე. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის აღნიშნულ პერიოდში მომსახურების ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობებით.

8. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“  არსებული „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“, „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“, „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“, „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა“ და „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მხოლოდ დღის ცენტრების კომპონენტის ფარგლებში არსებულ მომსახურებებში ბენეფიციარების  ან/და დასაქმებული პერსონალის საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტის დაუსწრებლობის შემთხვევაში, მომსახურებას შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება მომსახურების შეჩერების შესახებ, რომელსაც წერილობით აცნობებს  სამინისტროს ან/და სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების აღდგენამდე მათი დაფინანსების პრინციპები, წესი და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

10. ამ მუხლის საფუძველზე გაცემული სახელმწიფო გასაცემლების/სოციალური დახმარებების თანხები არ ჩაითვალოს ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილება №344 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №651 – ვებგვერდი, 29.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №715 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №764 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №20 – ვებგვერდი, 21.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 9 იანვრის დადგენილება 3 7 – ვებგვერდი , 29.01.2021 .

მუხლი 18. სამედიცინო დახმარების მიმართულება

1. საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის გაგრძელდეს პაციენტების მკურნალობა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ, სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროსთან კოორდინაციით, შერჩეულ დაწესებულებებში განხორციელდეს COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების საწოლფონდის მობილიზება სამინისტროს მითითების საფუძველზე,  მათ შორის:

ა) არსებული/მიმდინარე პაციენტების გადაყვანა (დაწესებულებაში საჭირო საწოლფონდის მობილიზება) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ  სამედიცინო დაწესებულებებში და/ან

ბ) მათ ბაზაზე არსებული საწოლფონდის (მათ შორის, რეანიმაციული) გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და, საჭიროების შესაბამისად,  სამედიცინო საგნების, მასალების, აპარატურისა და მედიკამენტების შესყიდვა;

გ) COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვის უზრუნველყოფა;

დ) საჭიროების შემთხვევაში, COVID-19-ის დადებით ორსულთა მართვა „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული დონის ქონის მიუხედავად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურება მოიცავს:

ა) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების სამართავად მობილიზებული დაწესებულებების (შემდგომში – კოვიდკლინიკა) მიერ მაღალი რისკის პაციენტების (საკარანტინე ან თვითიზოლაციის სივრცეებში მყოფი პირები, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები) პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების, მათ შორის, სხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან რეფერირებული პაციენტების, მართვას;

ბ)  COVID-19-ის საეჭვო შემთხვევების სამართავად მობილიზებული დაწესებულებების (შემდგომში – ცხელების კლინიკა) მიერ ცხელების მქონე ნებისმიერი პაციენტის პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ პაციენტის რეფერალს  უახლოეს კოვიდკლინიკაში, გარდა მძიმე შემთხვევებისა, რომელთა რეფერალისთვის სამედიცინო დაწესებულების შერჩევა ხდება სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მითითების საფუძველზე; COVID-19-ის დიაგნოზის გამორიცხვის შემთხვევაში, პაციენტის შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის გადამისამართებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ცხელების მქონე პაციენტის საწყისი ტრიაჟი, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის მომსახურება იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით.

41. ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ვალდებულია, ადგილზე უზრუნველყოს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვა იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით.

42. ამ მუხლის 41 პუნქტითა და მე-8 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება დროებითი ღონისძიების სახით გათავისუფლდეს ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სანებართვო დანართის ფლობის ვალდებულებისგან.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს COVID-19-ის ტესტირებისთვის შესაფერისი ბიოლოგიური მასალის აღებაზე, სწრაფი ტესტების შესრულებაზე, შესაფერის შემთხვევაში, გამოსაკვლევი მასალის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირები. გამოსაკვლევი მასალის ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი (ექიმი, ექთანი, სანიტარი), რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ვალდებულია, ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში. ამასთან, ნებისმიერი სხვა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულ სამედიცინო პერსონალს შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

61. ამ მუხლის მიზნებისათვის, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, COVID-19-ის მართვის უფლება (გარდა რეანიმაციული მიმართულებისა), მიეცეს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ნებისმიერ სუბიექტს, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად;

62. ამ მუხლის მიზნებისათვის, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, სამინისტრო უფლებამოსილია, გონივრული ვადით გადადოს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარება.

7. ამ მუხლის პირველი, 4და მე-8 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული დაწესებულებების დაფინანსება განხორციელდეს „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართით („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

8. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სამინისტრო გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია:

ა) მიიღოს ამ დადგენილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მობილიზაციასთან დაკავშირებული პირობების შეცვლის და/ან სხვა სტაციონარული დაწესებულების შესაბამისი პირობებით მობილიზაციის შესახებ;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულებების მობილიზაციის სქემიდან გამორთვის შესახებ, მობილიზებული საწოლების რაოდენობის, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებლის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის სპეციალიზებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის სურათის, ასევე საწოლების კონსოლიდაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ამასთან:

ბ.ა) კლინიკებში, რომლებიც დაექვემდებარებიან მობილიზაციის სქემიდან გამორთვას, გარდა ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, სამინისტროს მიერ მითითებული თარიღიდან წყდება COVID-19-ის დიაგნოზის მქონე ახალი პაციენტების შეყვანა;

ბ.ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კლინიკებს, სურვილისა და ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ზომების დაცვით ჰიბრიდულ რეჟიმში ოპერირების შესაძლებლობის შემთხვევაში, უფლება აქვთ, მიიღონ COVID-19-ის დიაგნოზის მქონე ახალი პაციენტები სამართავად;

ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, კლინიკებისთვის COVID-19-ის შემთხვევების დაფინანსება განხორციელდება განსხვავებული წესით, ვიდრე მობილიზებული კლინიკებისთვის.

81. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვისა და  მართვის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) სამინისტროს ბაზაზე ამოქმედდეს ცენტრალური ონლაინკლინიკა, რომელიც განახორციელებს ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) შემთხვევების მართვასა და  მეთვალყურეობას, ასევე პროცესის მონიტორინგისა და მართვის ხარისხის კონტროლის განხორციელებას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა სამუშაო პროცესში ადმინისტრაციული, სააღრიცხვო, ოპერაციული მხარდაჭერისა და მათი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შესაფერისი დავალებების შესასრულებლად, დაკომპლექტდეს ოჯახის ექიმებისგან, უმცროსი ექიმების/უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და სხვა პერსონალისაგან, შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფის შემდეგ;

გ) სადაზღვევო კომპანიებმა უზრუნველყონ კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული და საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისთვის COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვა, მეთვალყურეობა და სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმების/პედიატრების/შინაგანი მედიცინის სპეციალისტების მეშვეობით;

დ) სადაზღვევო კომპანიებმა მოახდინონ დაზღვეული პირების ინფორმირება COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების  მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საკონტაქტო ინფორმაციის თუ სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ;

ე) ამ პუნქტით განსაზღვრული სერვისის მიწოდება არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართა მხრიდან;

ვ) სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულებას, შესაძლებელია, დარეგულირდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

82. ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც დააკმაყოფილებენ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ამასთან, ამ პუნქტის მიზნებისთვის, ვაქცინაციის ჩატარების უფლება მიეცეთ შინაგანი მედიცინის სპეციალისტებს, ინფექციონისტებს, ოჯახის ექიმებს, ალერგოლოგებს, პედიატრებს, ქირურგებს, ექთნებს, შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფის შემდეგ.

9. დაევალოს:

ა) სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის მონიტორინგი ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით;

ბ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს:

ბ.ა) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს პაციენტების ტრანსპორტირება;

ბ.ბ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ტესტირების უზრუნველყოფა, დადგენილი მომსახურების საფასურის საფუძველზე, ამ მუხლის მე-10 პუნქტის და/ან  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, მათ შორის:

ბ.ბ.ა) შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება, შენახვა და ტრანსპორტირება ან COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება სწრაფი/მარტივი მეთოდით (უშუალოდ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მეშვეობით);

ბ.ბ.ბ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება პჯრ მეთოდით, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის კომპონენტის განმახორციელებელი/მიმწოდებელი დაწესებულების/ლაბორატორიების მეშვეობით (სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და შესაბამის დაწესებულებას/ლაბორატორიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად);

გ) სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს:

გ.ა) საჭიროებისამებრ, კლინიკის სრულად მობილიზების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი დახმარება მიმდინარე პაციენტების შესაბამისი მომსახურების სხვა მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში გადანაწილების პროცესში;

გ.ბ) უზრუნველყოს ამ დადგენილების შესახებ სამედიცინო დაწესებულებების ინფორმირება. 

10. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შემსყიდველ დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​​​1 მუ­­ხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით. 

11. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

12. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დადგინდეს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის განსხვავებული წესი და, სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიეცეს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი განსხვავებული ვადებითა და პირობებით, შესაბამისი აქტით გასცეს დროებითი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა.

13. ამ დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ მიეცეს უფლება, ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. №2-ში მდებარე ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.27.09.011) მისამართზე საქმიანობა აწარმოოს არსებული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.

14. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურმა საუნივერსიტეტო კლინიკამ“ (ს/კ: 205165453) არსებული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე უზრუნველყოს №43.10.42.174 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდზე (მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მასზე განთავსებული/დამაგრებული შენობა-ნაგებობის ჩათვლით) გამოყენება ახალი  კორონავირუსით  (SARS-CoV-2-ით)   გამოწვეული  ინფექციის (COVID-19-ის) სამართავად. ამ პუნქტის მიზნებისათვის შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ უფლებამოსილია, გამოიყენოს  მის ბალანსზე არსებული აქტივები, ძირითადი საშუალებები და სხვა რესურსი

15. სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები ფუნქციონირებას განაგრძობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების/მოთხოვნების, ფუნქციონირების  წესის შესაბამისად. 

16. სამინისტროს სისტემაში შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებისას განკუთვნილი მედიკამენტის გაცემა/მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში, ამავე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გათავისუფლდეს ფორმა №3 რეცეპტით გაცემის ვალდებულებისაგან.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ივლისის დადგენილება №451 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №647 – ვებგვერდი, 27.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №686 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №764 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მარტის დადგენილება №96 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.

მუხლი 19. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა

1. სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შესულ განცხადებებზე არა უმეტეს 30 კალენდარული დღით გაგრძელდეს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 117 და 11მუხლებით, 1111 ​მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, მე-9 და მე-10 პუნქტებით (მათ შორის, ფარმაცევტული პროდუქტის, სტომატოლოგიური მასალისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების რეგისტრაციისათვის) განსაზღვრული ვადის დინება.

2. სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შესული ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ზოგადი კორესპონდენციის განხილვის ვადად განისაზღვროს არა უმეტეს ორი თვე.

3. სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შესული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის, ფარმაცევტული წარმოების ნებართვის განცხადებებზე 30 კალენდარული დღით გაგრძელდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული ვადის დინება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №715 – ვებგვერდი, 27.11.2020წ.      

მუხლი 20. საჯარიმო სანქციების აღსრულება

1. 2020 წლის 1 ივლისამდე, გაგრძელდეს მორატორიუმი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013  წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით განსაზღვრული საჯარიმო (მათ შორის, სადავო) სანქციების, ამავე დადგენილების №1 დანართის 19​​​1 მუხლითა და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილებით განსაზღვრულ გადახდის ადმინისტრირების ღონისძიებებზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები, მითითებული ვადით, გავრცელდეს ასევე შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (მათ შორის, 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“) ფარგლებში განსაზღვრული საჯარიმო სანქციების აღსრულებაზე.

3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013  წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 191 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადების წერილობითი შეთანხმების მოქმედება შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულების სათანადო უზრუნველყოფის (ვალდებულების ოდენობის შესაბამისი გარანტია) მოქმედების ვადის გადაწევას შესაბამისი პერიოდით და განმახორციელებლისათვის წერილობითი ფორმით წარდგენას.

მუხლი 21. ქონების მართვასთან და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. სამინისტრომ და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ-ებმა ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში მოძრავი სახელმწიფო ქონების შესაბამისი ორგანიზაციისთვის/დაწესებულებისთვის გადაცემა განახორციელონ მოქმედი კანონმდებლობის, „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილების და/ან „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის №791 დადგენილების შესაბამისად. ამასთან, არ გავრცელდეს სახელმწიფო ქონების გადაცემასთან დაკავშირებული ამავე დადგენილებებით განსაზღვრული ვადები.‘

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებს მიეცეს თანხმობა, კორონავირუსის პრევენციის მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების ფარგლებში კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, გადაცემა განახორციელოს საკუთარი გადაწყვეტილებით.

3. სამინისტრო და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები გათავისუფლდნენ:

ა) „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების და „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების მოთხოვნებისაგან;

ბ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორცილებისას:

ბ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1 ​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან;

ბ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №6 დადგენილების მოთხოვნებისაგან.‘

4. ახალი კორონავირუსის (COVID-19) აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში სამინისტროსა და მის სახელმწიფო კოტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების, აგრეთვე ამ დადგენილების მე-18 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი შემსყიდველი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ:

ა)  არ გავრცელდეს  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე დადგენილი სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების მინიმალური ვადები;

ბ) გავრცელდეს ამ დადგენილების მე-18 მუხლის მე-10  პუნქტის  დებულებები, შინაარსის გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 9 იანვრის დადგენილება 3 7 – ვებგვერდი , 29.01.2021 .

 

დანართი №1 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №686 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.
 
დანართი №2 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №686 – ვებგვერდი, 19.11.2020წ.

168. 04/07/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 244 - ვებგვერდი, 04/07/2023 167. 27/09/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 466 - ვებგვერდი, 27/09/2022 166. 29/08/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 440 - ვებგვერდი, 30/08/2022 165. 01/07/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 342 - ვებგვერდი, 02/07/2022 164. 14/06/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 318 - ვებგვერდი, 14/06/2022 163. 02/05/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 229 - ვებგვერდი, 02/05/2022 162. 29/03/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 151 - ვებგვერდი, 29/03/2022 161. 15/03/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 134 - ვებგვერდი, 16/03/2022 160. 28/02/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 91 - ვებგვერდი, 28/02/2022 159. 22/02/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 82 - ვებგვერდი, 22/02/2022 158. 17/02/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 78 - ვებგვერდი, 17/02/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 157. 10/02/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 65 - ვებგვერდი, 10/02/2022 156. 07/02/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 55 - ვებგვერდი, 07/02/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 155. 07/02/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 54 - ვებგვერდი, 07/02/2022 154. 04/02/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 53 - ვებგვერდი, 04/02/2022 153. 18/01/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 24 - ვებგვერდი, 18/01/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 152. 17/01/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 14 - ვებგვერდი, 17/01/2022 151. 14/01/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 12 - ვებგვერდი, 14/01/2022 150. 06/01/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 1 - ვებგვერდი, 06/01/2022 149. 31/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 640 - ვებგვერდი, 31/12/2021 148. 31/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 645 - ვებგვერდი, 31/12/2021 147. 28/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 614 - ვებგვერდი, 29/12/2021 146. 08/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 576 - ვებგვერდი, 08/12/2021 145. 30/11/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 562 - ვებგვერდი, 30/11/2021 144. 29/11/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 555 - ვებგვერდი, 29/11/2021 143. 29/11/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 554 - ვებგვერდი, 29/11/2021 142. 18/11/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 537 - ვებგვერდი, 18/11/2021 141. 19/10/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 511 - ვებგვერდი, 19/10/2021 140. 08/10/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 500 - ვებგვერდი, 08/10/2021 139. 06/10/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 499 - ვებგვერდი, 06/10/2021 138. 30/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 481 - ვებგვერდი, 30/09/2021 137. 24/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 476 - ვებგვერდი, 27/09/2021 136. 15/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 468 - ვებგვერდი, 15/09/2021 135. 13/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 459 - ვებგვერდი, 13/09/2021 134. 07/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 450 - ვებგვერდი, 07/09/2021 133. 31/08/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 444 - ვებგვერდი, 31/08/2021 132. 31/08/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 443 - ვებგვერდი, 31/08/2021 131. 24/08/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 422 - ვებგვერდი, 24/08/2021 130. 17/08/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 417 - ვებგვერდი, 17/08/2021 129. 13/08/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 410 - ვებგვერდი, 13/08/2021 128. 11/08/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 407 - ვებგვერდი, 11/08/2021 127. 10/08/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 402 - ვებგვერდი, 11/08/2021 126. 26/07/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 373 - ვებგვერდი, 27/07/2021 125. 23/07/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 371 - ვებგვერდი, 23/07/2021 124. 17/07/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 360 - ვებგვერდი, 17/07/2021 123. 15/07/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 359 - ვებგვერდი, 15/07/2021 122. 30/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 313 - ვებგვერდი, 30/06/2021 121. 29/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 310 - ვებგვერდი, 29/06/2021 120. 22/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 294 - ვებგვერდი, 22/06/2021 119. 22/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 293 - ვებგვერდი, 22/06/2021 118. 16/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 292 - ვებგვერდი, 16/06/2021 117. 09/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 268 - ვებგვერდი, 09/06/2021 116. 01/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 248 - ვებგვერდი, 01/06/2021 115. 31/05/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 241 - ვებგვერდი, 31/05/2021 114. 19/05/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 228 - ვებგვერდი, 19/05/2021 113. 17/05/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 219 - ვებგვერდი, 17/05/2021 112. 29/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 198 - ვებგვერდი, 30/04/2021 111. 28/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 193 - ვებგვერდი, 28/04/2021 110. 27/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 187 - ვებგვერდი, 27/04/2021 109. 23/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 184 - ვებგვერდი, 23/04/2021 108. 16/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 178 - ვებგვერდი, 16/04/2021 107. 16/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 176 - ვებგვერდი, 16/04/2021 106. 14/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 170 - ვებგვერდი, 14/04/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 105. 13/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 169 - ვებგვერდი, 13/04/2021 104. 08/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 168 - ვებგვერდი, 09/04/2021 103. 07/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 158 - ვებგვერდი, 07/04/2021 102. 26/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 140 - ვებგვერდი, 29/03/2021 101. 26/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 132 - ვებგვერდი, 26/03/2021 100. 23/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 122 - ვებგვერდი, 23/03/2021 99. 19/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 119 - ვებგვერდი, 19/03/2021 98. 18/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 109 - ვებგვერდი, 18/03/2021 97. 17/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 108 - ვებგვერდი, 17/03/2021 96. 11/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 96 - ვებგვერდი, 12/03/2021 95. 05/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 83 - ვებგვერდი, 05/03/2021 94. 26/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 78 - ვებგვერდი, 26/02/2021 93. 24/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 73 - ვებგვერდი, 24/02/2021 92. 17/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 65 - ვებგვერდი, 17/02/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 91. 17/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 64 - ვებგვერდი, 17/02/2021 90. 16/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 63 - ვებგვერდი, 16/02/2021 89. 09/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 61 - ვებგვერდი, 09/02/2021 88. 05/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 55 - ვებგვერდი, 05/02/2021 87. 05/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 54 - ვებგვერდი, 05/02/2021 86. 04/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 49 - ვებგვერდი, 04/02/2021 85. 29/01/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 40 - ვებგვერდი, 30/01/2021 84. 29/01/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 38 - ვებგვერდი, 29/01/2021 83. 29/01/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 37 - ვებგვერდი, 29/01/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 82. 28/01/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 32 - ვებგვერდი, 28/01/2021 81. 21/01/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 20 - ვებგვერდი, 21/01/2021 80. 13/01/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 13/01/2021 79. 30/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 812 - ვებგვერდი, 30/12/2020 78. 23/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 783 - ვებგვერდი, 23/12/2020 77. 21/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 770 - ვებგვერდი, 21/12/2020 76. 21/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 764 - ვებგვერდი, 21/12/2020 75. 17/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 750 - ვებგვერდი, 17/12/2020 74. 03/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 725 - ვებგვერდი, 03/12/2020 73. 02/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 719 - ვებგვერდი, 02/12/2020 72. 30/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 718 - ვებგვერდი, 30/11/2020 71. 27/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 715 - ვებგვერდი, 27/11/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 70. 26/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 699 - ვებგვერდი, 27/11/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 69. 20/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 697 - ვებგვერდი, 20/11/2020 68. 20/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 693 - ვებგვერდი, 20/11/2020 67. 19/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 686 - ვებგვერდი, 19/11/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 66. 19/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 685 - ვებგვერდი, 19/11/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 65. 10/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 674 - ვებგვერდი, 10/11/2020 64. 09/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 670 - ვებგვერდი, 09/11/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 63. 03/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 659 - ვებგვერდი, 03/11/2020 62. 30/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 657 - ვებგვერდი, 31/10/2020 61. 29/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 651 - ვებგვერდი, 29/10/2020 60. 27/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 647 - ვებგვერდი, 27/10/2020 59. 21/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 638 - ვებგვერდი, 21/10/2020 58. 21/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 637 - ვებგვერდი, 21/10/2020 57. 20/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 636 - ვებგვერდი, 20/10/2020 56. 19/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 635 - ვებგვერდი, 19/10/2020 55. 19/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 634 - ვებგვერდი, 19/10/2020 54. 19/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 631 - ვებგვერდი, 19/10/2020 53. 15/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 624 - ვებგვერდი, 15/10/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 52. 08/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 622 - ვებგვერდი, 08/10/2020 51. 07/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 616 - ვებგვერდი, 07/10/2020 50. 06/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 613 - ვებგვერდი, 06/10/2020 49. 01/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 607 - ვებგვერდი, 01/10/2020 48. 24/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 601 - ვებგვერდი, 24/09/2020 47. 17/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 584 - ვებგვერდი, 18/09/2020 46. 17/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 585 - ვებგვერდი, 17/09/2020 45. 16/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 579 - ვებგვერდი, 16/09/2020 44. 16/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 578 - ვებგვერდი, 16/09/2020 43. 14/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 577 - ვებგვერდი, 14/09/2020 42. 09/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 566 - ვებგვერდი, 09/09/2020 41. 09/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 565 - ვებგვერდი, 09/09/2020 40. 31/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 547 - ვებგვერდი, 31/08/2020 39. 31/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 546 - ვებგვერდი, 31/08/2020 38. 27/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 545 - ვებგვერდი, 27/08/2020 37. 27/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 538 - ვებგვერდი, 27/08/2020 36. 27/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 537 - ვებგვერდი, 27/08/2020 35. 21/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 526 - ვებგვერდი, 21/08/2020 34. 21/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 525 - ვებგვერდი, 21/08/2020 33. 19/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 515 - ვებგვერდი, 19/08/2020 32. 14/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 504 - ვებგვერდი, 17/08/2020 31. 12/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 495 - ვებგვერდი, 12/08/2020 30. 10/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 493 - ვებგვერდი, 10/08/2020 29. 24/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 469 - ვებგვერდი, 24/07/2020 28. 24/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 468 - ვებგვერდი, 24/07/2020 27. 22/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 456 - ვებგვერდი, 23/07/2020 26. 20/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 451 - ვებგვერდი, 20/07/2020 25. 20/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 450 - ვებგვერდი, 20/07/2020 24. 15/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 440 - ვებგვერდი, 15/07/2020 23. 15/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 439 - ვებგვერდი, 15/07/2020 22. 10/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 437 - ვებგვერდი, 10/07/2020 21. 10/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 433 - ვებგვერდი, 10/07/2020 20. 08/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 418 - ვებგვერდი, 08/07/2020 19. 06/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 414 - ვებგვერდი, 06/07/2020 18. 06/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 413 - ვებგვერდი, 06/07/2020 17. 03/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 410 - ვებგვერდი, 03/07/2020 16. 01/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 395 - ვებგვერდი, 01/07/2020 15. 30/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 393 - ვებგვერდი, 30/06/2020 14. 29/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 391 - ვებგვერდი, 29/06/2020 13. 22/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 378 - ვებგვერდი, 22/06/2020 12. 22/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 377 - ვებგვერდი, 22/06/2020 11. 19/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 375 - ვებგვერდი, 19/06/2020 10. 18/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 374 - ვებგვერდი, 18/06/2020 9. 15/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 369 - ვებგვერდი, 16/06/2020 8. 15/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 367 - ვებგვერდი, 15/06/2020 7. 08/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 355 - ვებგვერდი, 08/06/2020 6. 04/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 351 - ვებგვერდი, 04/06/2020 5. 04/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 350 - ვებგვერდი, 04/06/2020 4. 02/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 345 - ვებგვერდი, 02/06/2020 3. 01/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 344 - ვებგვერდი, 01/06/2020 2. 29/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 341 - ვებგვერდი, 29/05/2020 1. 28/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 337 - ვებგვერდი, 28/05/2020