დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 783 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 24/12/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022496 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/11/2020, 470230000.10.003.022419) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამატებული მე-6 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. დასაშვებია რესტორნების/ბარების/კაფეების, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში მხოლოდ სასტუმროსა და განთავსების მსგავსი საშუალებების სტუმრებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით 21:00 საათამდე, ხოლო 21:00 საათიდან დასაშვებია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.“. 2. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამატებული მე-6 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება: ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას; ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას; გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას; დ) პრესის ჯიხურებს; ე) სავაჭრო ობიექტების იმ წესით საქმიანობას, რომელიც განსაზღვრულია მე-6 მუხლის 51 პუნქტით.“. 3. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დამატებული მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“), ხოლო სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი).“. 4. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დამატებული მე-6 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში მდებარე ღია და დახურული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება აგრარული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობაზე, ასევე სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, სავაჭრო ცენტრების) საქმიანობაზე. სავაჭრო ობიექტების სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვება დასაშვებია 07:00 საათიდან 19:00 საათამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით.“. 5. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 24 დეკემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები