დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 469 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022187 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 112 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებაზე თანხმობის გაცემა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 112 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარგობრივი სამინისტროების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ დაინტერესებულ მხარეს.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ელექტრონული პროგრამის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი სსიპ − აწარმოე საქართველოში, ხოლო ადმინისტრირებას ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები