დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 637 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 21/10/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022357 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-11 მუხლის:
1. 41 და 42 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი, გარდა ამ წესის 115 მუხლით გათვალისწინებული პირებისა, იზოლაციაში თავსდება 8 დღით, შემდეგი წესის მიხედვით: ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც ექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას; ბ) PCR ტესტის არმქონე პირი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადასვლას. 42. ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრულ კარანტინში მყოფ პირს ტესტირება უტარდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დადგენილი წესით. აღნიშნული პროცესის მართვა ხორციელდება ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება: ა) კარანტინში ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა მონაცემების იდენტიფიცირება საკარანტინე სივრცეების მიხედვით; ბ) კარანტინში ტესტირებაჩატარებული პირების შესახებ მონაცემების დამუშავება საკარანტინე სივრცეების დატოვების მიზნით.“. 2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის 41 პუნქტის შემთხვევაში, პირის მიერ ივსება სპეციალური განაცხადი ვებგვერდზე – www.stopcov.ge განთავსებული ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით.“. 3. 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 21 ოქტომბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები