„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023299
91
28/02/2022
ვებგვერდი, 28/02/2022
470230000.10.003.023299
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №91

2022 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 32 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 32. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული რეგულაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესებს, წარმოადგენს ამავე დადგენილების შემადგენელ ნაწილს და სავალდებულოა შესასრულებლად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულიიზოლაციისა და კარანტინის წესების“:

) მე-2 მუხლის:

.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა დასაშვებია ამ წესის შესაბამისად.“;

ა.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, კერძოდ, ავიარეისის ნომრის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემების, თანამგზავრების, საკონტაქტო ინფორმაციისა და დაავადების გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და, დაავადების პრევენციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების შესასრულებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისა და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის გაზიარებას.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა)  23 პუნქტის:

ბ.ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან 7 დღის შემდეგ არ არის გასული 1 თვეზე მეტი.“;

ბ.ბ) 51, 52, 53 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი (შემდგომში – გამოსაცდელი), რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 7-დღიანი ვადის გასვლამდე.

8. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირთა იდენტიფიცირებისას, ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით, გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს შესაბამის გამოცდაზე გამსვლელი გამოსაცდელების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ყოველდღიურად, დაცული ფორმით, მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ გამოსაცდელს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 7 დღის განმავლობაში. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და ეცნობება დაცული ფორმით მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც აბარებს გამოცდას გამოსაცდელი. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოსაცდელისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების შესახებ მიღებული ინფორმაცია სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.“;

ბ.დ) მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დასაშვებია საშემსრულებლო/სახელოვნებო შემოქმედებითი კოლექტივების სარეპეტიციო საქმიანობა „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

3. დასაშვებია სპორტული გუნდების წვრთნები/ვარჯიშები „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“;

გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დასაშვებია ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული ღონისძიების ჩატარება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით.“;

გ.გ)  61, 62 და 65 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად დასაშვებია ფიზიკურ პირთა ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებასთან.“;

დ.ბ) 12, 13 და 14 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დასაშვებია სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების ფუნქციონირება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით.“;      

ვ) მე-9 მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-11 მუხლის:

ზ.ა)  41 პუნქტის:

ზ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს;“;

ზ.ა.ბ) „ა2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა2) საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარება ამ წესით განსაზღვრულ შეზღუდვებს;“;

ზ.ა.გ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 5-დღიან თვითიზოლაციას;

ბ.ბ) საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – ექვემდებარება 5-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას;“;

ზ.ა.დ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“, „ა2“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;“;

ზ.ა.ე) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენისგან;“;

ზ.ბ) 42, 43, 44, 45, 7, 72, 8, 11, 12, 13, 14 და 15 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

თ) 111 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი.“;

ი) 112, 114 და 115 მუხლები ამოღებულ იქნეს;

კ)  მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 15 მარტიდან.

3. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 4 მარტიდან.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი