დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 122 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022675 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების: ა) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით.“; ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. პირბადის ტარებისგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით.“; გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები