„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 635
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022355
635
19/10/2020
ვებგვერდი, 19/10/2020
470230000.10.003.022355
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №635

2020 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებულ შემთხვევებზე ინფორმაცია (წინა საანგარიშგებო დღეს სტატისტიკურად  აღრიცხული ახალი შემთხვევების სახელობითი  სია ელექტრონული ფორმატით, მათი საკონტაქტო მონაცემების მითითებით) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘) (საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ასევე მართავს დღის მანძილზე მიღებულ შეტყობინებებს, რომლებიც არ არის შესული ზემოაღნიშნულ ელექტრონულ სიაში), რომელიც პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასების მიზნით, აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცირებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია