დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 310 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022865 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 – მე-11 პუნქტები:
„7. ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი (შემდგომში – გამოსაცდელი), რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 14-დღიანი ვადის გასვლამდე. 8. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირთა იდენტიფიცირებისას ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით, გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს შესაბამის გამოცდაზე გამსვლელი გამოსაცდელების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ყოველდღიურად დაცული ფორმით მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ გამოსაცდელს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და ეცნობება დაცული ფორმით მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც აბარებს გამოცდას გამოსაცდელი. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოსაცდელისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების შესახებ მიღებული ინფორმაცია სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება. 9. გამოსაცდელი, რომელიც იმყოფება საკარანტინე სივრცეში ან, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ უნდა გადავიდეს კარანტინში, უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს გამოცდაში 72 საათით ადრე პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ტესტირების შემდეგ. გამოცდებს შორის პერიოდში პირი უნდა დაბრუნდეს საკარანტინე სივრცეში. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გამოსაცდელი უფლებამოსილია, გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით მიმართოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ან საკარანტინე სივრცის ადმინისტრაციას. საკარანტინე სივრცის ადმინისტრაციას გამოსაცდელმა უნდა წარუდგინოს საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. თუ საკარანტინე სივრცეში მყოფი გამოსაცდელი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართავს გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ურთიერთშეთანხმებული, დაცული ფორმატით, მიაწოდოს გამოსაცდელის თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომელიც ასევე შეთანხმებული, დაცული ფორმატით გასცემს შესაბამის ინფორმაციას. 11. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის წარდგენის შემთხვევაში, გამოსაცდელის ტესტირების საკითხი რეგულირდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები