დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/01/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 17/01/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.023221 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები“.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-11 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ფიზიკური პირი, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებითა და ამ მუხლის 41 და 45 პუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა: ა) არ ექვემდებარება იზოლაციას, ამასთან, ეძლევა ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მ. შ. დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას): ა.ა) ბუსტერდოზით ვაქცინაციის შემთხვევაში; ა.ბ) პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14 − 90 დღის განმავლობაში; ა.გ) კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში; ბ) ექვემდებარება იზოლაციას მკაცრად 8 დღის განმავლობაში, ამასთან, ეძლევა ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9 − 12 კალენდარული დღის განმავლობაში: ბ.ა) არავაქცინირებული პირების შემთხვევაში; ბ.ბ) არასრულად ვაქცინაციის შემთხვევაში; ბ.გ) პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1 – 14 დღის განმავლობაში; ბ.დ) პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობისა და ბუსტერდოზის არმქონე პირების შემთხვევაში; ბ.ე) კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში.“; ბ) 41 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 17 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები