„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 613
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022333
613
06/10/2020
ვებგვერდი, 06/10/2020
470230000.10.003.022333
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №613

2020 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 163 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ჩერდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“, „ბავშვთა რეაბილიტაცია/ აბილიტაციის ქვეპროგრამის“, „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში არსებული მომსახურებების ფუნქციონირება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების სრულ აღდგენამდე მათი დაფინანსების პრინციპები, წესი და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია