„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 10/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023273
65
10/02/2022
ვებგვერდი, 10/02/2022
470230000.10.003.023273
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №65

2022 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. მე-6 მუხლის 32 და 91  პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 15 − 90 დღის განმავლობაში;“.

3. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ექვემდებარება იზოლაციას 5 დღის განმავლობაში, ამასთანავე,  ეძლევა ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 6 − 12 კალენდარული დღის განმავლობაში:

ბ.ა) არავაქცინირებული პირების შემთხვევაში;

ბ.ბ) არასრულად ვაქცინაციის შემთხვევაში;

ბ.გ) პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1 – 14 დღის განმავლობაში;

ბ.დ) პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობისა და ბუსტერდოზის არმქონე პირების შემთხვევაში;

ბ.ე) კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 10 თებერვლიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი