„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022560
8
13/01/2021
ვებგვერდი, 13/01/2021
470230000.10.003.022560
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №8

2021 წლის 13 იანვარი

 ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრებსა და მათ მიერ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩასატარებელ სავალდებულო წვრთნებზე, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის მიერ, სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვების განსახორციელებლად, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად მძღოლების სპეციალურ მომზადებასთან  დაკავშირებით ჩასატარებელ ტრენინგებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია