დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 450 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/09/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.023005 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-4 მუხლის:
1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. 2021 წლის 25 აგვისტოდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათისა) ღონისძიების ჩატარება.“. 2. 61 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 და 63 პუნქტები: „62. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სასტუმროს ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარებაზე და ამასთან, სასტუმროს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საკონცერტო ინფრასტრუქტურა და კონცერტი უნდა ჩატარდეს სასტუმროს დამსვენებლებისთვის, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 63. დასაშვებია მაყურებლის გარეშე სპორტული ღონისძიებების (შეჯიბრებები, შეკრებები) ჩატარება და ამასთან, აღნიშნულ ღონისძიებებზე მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ ან ღონისძიებამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები