„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022774
219
17/05/2021
ვებგვერდი, 17/05/2021
470230000.10.003.022774
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №219

2021 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებულიიზოლაციისა და კარანტინის წესების“:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6​​​1. საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იკრძალება 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.“;

ა.ბ) 62  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​1. დასაშვებია რესტორნების/ბარების/კაფეების, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში მხოლოდ სასტუმროსა და განთავსების მსგავსი საშუალებების სტუმრებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით 23:00 საათამდე, ხოლო 23:00 საათიდან დასაშვებია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.“;

ბ.ბ) 41-42 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღების მიზნით დასაშვებია 05:00 საათიდან 23:00 საათამდე (შაბათ-კვირას სტუმრის მხოლოდ გარე სივრცეში მიღებით), გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებებისა, მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“). სტუმრის მიღებისას დაცულ უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

 42. სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება შაბათ-კვირას ასევე დასაშვებია გარე სივრცეში სტუმრის მიღებით, ასევე პროდუქტის გატანისა (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“)  და  მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი).“.  

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 17 მაისის 21:00 საათიდან.   

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი