დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 565 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022286 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 114 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 115 მუხლი:
„მუხლი 115. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები 1. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (შემდეგში – უცხოელი სტუდენტები) ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლის მიზნით დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – ელექტრონული პროგრამა) სპეციალური აპლიკაციის ფორმის – „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმის“ შევსების გზით. 2. ელექტრონულ პროგრამაში უცხოელი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გასცემს თანხმობას ან უარს. 4. საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის ან უარის შესახებ ინფორმაციას უცხოელ სტუდენტებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 5. უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან, გაიარონ კარანტინი ამ დადგენილებით ფიზიკურ პირთა იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის წესებით განსაზღვრული ვადით. კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების, ასევე სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ PCR ტესტირების ხარჯების ანაზღაურება ეკისრებათ უცხოელ სტუდენტებს. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სტუდენტის სტატუსიც აქვს მინიჭებული უცხოელ სტუდენტს, ვალდებულია: ა) შეამოწმოს შესაბამისი უცხოელი სტუდენტის მიერ ელექტრონულ პროგრამაში შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმის სისწორე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემამდე ელექტრონულ პროგრამაში ასახოს უცხოელ სტუდენტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის დამადასტურებელი სადაზღვევო პოლისის რეკვიზიტები; ბ) უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასთან ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების განთავსების მიზნით შერჩეულ სასტუმროში (ან განთავსების მსგავს საშუალებებში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში უცხოელი სტუდენტის გადაყვანა და განთავსება; გ) უცხოელი სტუდენტის კარანტინში ყოფნის პერიოდში გააკონტროლოს და კოორდინაცია გაუწიოს მასზე სამედიცინო მეთვალყურეობასა და დაცულობას; დ) უცხოელი სტუდენტისათვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში მიაწოდოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები