„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022713
158
07/04/2021
ვებგვერდი, 07/04/2021
470230000.10.003.022713
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №158

2021 წლის 7 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. მე-4 მუხლში:

ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დასაშვებია ნებისმიერი ტიპის სპორტულ, სახელოვნებო და კულტურულ ღონისძიებაზე (გარდა მასობრივი გასართობი  ღონისძიებისა) მაყურებლის დასწრება.“;

გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებასთან.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები:

„12. აკრძალულია პირისათვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ ადგილის/ფართის გადაცემა/დათმობა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით. ადგილის/ფართის გადამცემი/დათმობი პირი ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა (მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით), რათა თავიდან იქნეს აცილებული ადგილის/ფართის გამოყენებისას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმის დარღვევა. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, აღნიშნული დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს.

13. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებას თან ახლდა „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობა, შრომის ინსპექციის სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე. დაუშვებელია ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი