დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 566 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 10/09/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022285 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) და დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ამ დადგენილების მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იზოლაციისა და კარანტინის წესების, ასევე, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა. 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებები არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე (აგიტაციაზე).“. 2. მე-4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ღონისძიებები და ასევე მათზე დასწრება ღია სივრცეში უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არაუმეტეს 200 ფიზიკური პირის თავშეყრით.“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).“. 4. მე-5 მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) გასართობი დაწესებულებების, ე.წ. ღამის კლუბების საქმიანობისა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 10 სექტემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები