დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 686 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 19/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022407 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 23/05/2020; 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:
1. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის გაგრძელდეს პაციენტების მკურნალობა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ, სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში.“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროსთან კოორდინაციით, შერჩეულ დაწესებულებებში განხორციელდეს COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების საწოლფონდის მობილიზება სამინისტროს მითითების საფუძველზე, მათ შორის: ა) არსებული/მიმდინარე პაციენტების გადაყვანა (დაწესებულებაში საჭირო საწოლფონდის მობილიზება) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში და/ან ბ) მათ ბაზაზე არსებული საწოლფონდის (მათ შორის, რეანიმაციული) გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და, საჭიროების შესაბამისად, სამედიცინო საგნების, მასალების, აპარატურისა და მედიკამენტების შესყიდვა; გ) COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვის უზრუნველყოფა; დ) საჭიროების შემთხვევაში, COVID-19-ის დადებით ორსულთა მართვა „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული დონის ქონის მიუხედავად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურება მოიცავს: ა) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების სამართავად მობილიზებული დაწესებულებების (შემდგომში – კოვიდკლინიკა) მიერ მაღალი რისკის პაციენტების (საკარანტინე ან თვითიზოლაციის სივრცეებში მყოფი პირები, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები) პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების, მათ შორის, სხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან რეფერირებული პაციენტების, მართვას; ბ) COVID-19-ის საეჭვო შემთხვევების სამართავად მობილიზებული დაწესებულებების (შემდგომში – ცხელების კლინიკა) მიერ ცხელების მქონე ნებისმიერი პაციენტის პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ პაციენტის რეფერალს უახლოეს კოვიდკლინიკაში, გარდა მძიმე შემთხვევებისა, რომელთა რეფერალისთვის სამედიცინო დაწესებულების შერჩევა ხდება სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მითითების საფუძველზე; COVID-19-ის დიაგნოზის გამორიცხვის შემთხვევაში, პაციენტის შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის გადამისამართებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: „41. ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ვალდებულია, ადგილზე უზრუნველყოს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვა იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით. 42. ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება დროებითი ღონისძიების სახით გათავისუფლდეს ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სანებართვო დანართის ფლობის ვალდებულებისგან.“; დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს COVID-19-ის ტესტირებისთვის შესაფერისი ბიოლოგიური მასალის აღებაზე, სწრაფი ტესტების შესრულებაზე, შესაფერის შემთხვევაში, გამოსაკვლევი მასალის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირები. გამოსაკვლევი მასალის ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი (ექიმი, ექთანი, სანიტარი), რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ვალდებულია, ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში. ამასთან, ნებისმიერი სხვა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულ სამედიცინო პერსონალს შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“; ე) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ამ მუხლის მიზნებისათვის, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, COVID-19-ის მართვის უფლება (გარდა რეანიმაციული მიმართულებისა), მიეცეს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ნებისმიერ სუბიექტს, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად;“; ვ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის პირველი, 41 და მე-8 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული დაწესებულებების დაფინანსება განხორციელდეს „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართით („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“; ზ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სამინისტრო გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია, მიიღოს ამ დადგენილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მობილიზაციასთან დაკავშირებული პირობების შეცვლის და/ან სხვა სტაციონარული დაწესებულების შესაბამისი პირობებით მობილიზაციის შესახებ.“. 2. №1 და №2 დანართები ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები