დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 193 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022743 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ იმ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერებსა (ფორმა №IV-50/4) და, შესაბამისად, ამ ამონაწერებით გათვალისწინებულ სტატუსებს, რომელთა საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მორიგი გადამოწმების და/ან მოქმედების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1 დეკემბერი და შემდგომი პერიოდი, შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა 2021 წლის 1 ივლისამდე. ამ ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის გაცემის უწყვეტობა, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ადმინისტრირება განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობებით.“. |
მუხლი 2 |
დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ცვლილებამდე მოქმედი რედაქციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემლის აღდგენა და გაცემის უწყვეტი გაგრძელება 2021 წლის 1 აპრილიდან.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისათანავე. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები