დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 725 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022447 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) და დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. პარტიის წევრთა ყრილობის (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვ.) ან მსგავსი ტიპის პარტიული შეკრების რეგულირება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პარტიის წევრთა ყრილობის (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვ.) გამართვა ან მსგავსი ტიპის პარტიული შეკრება ღია ან/და დახურულ საჯარო სივრცეში დასაშვებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები