დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 78 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/02/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022629 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:
1. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესის რეგულირება 1. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესი უნდა განახორციელონ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომში – შრომის ინსპექციის სამსახური) უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. 3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (მათ შორის, სამეურვეო საბჭოს, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა/მოსწავლეთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) საქმიანობა განახორციელოს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა). 4. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირი გადაიყვანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 5. ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 6. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების დანართი №1-ის პირველი პუნქტის „შ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, შრომის ინსპექციის სამსახურს მიაწოდოს მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილია, დაამუშაოს ინფორმაცია მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირების ჩატარების თარიღის შესახებ (ტესტირების შედეგებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გარეშე). ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეინახოს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ახალი ტესტირების ჩატარებამდე, ამასთან, ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს წინა ჩატარებული ტესტირების შესახებ ინფორმაციის წაშლა/განადგურება. მუხლი 4. კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვა 1. დასაშვებია მუზეუმების და ბიბლიოთეკების საქმიანობა „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 2. დასაშვებია საშემსრულებლო/სახელოვნებო შემოქმედებითი კოლექტივების სარეპეტიციო საქმიანობა მაყურებლის გარეშე, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 3. დასაშვებია სპორტული გუნდების წვრთნები/ვარჯიშები მაყურებლის გარეშე, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 4. დასაშვებია სპორტული, სახელოვნებო/შემოქმედებითი წრეების/სტუდიების საქმიანობა „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 5. დასაშვებია, მაყურებლის გარეშე, შესაბამისი საერთაშორისო ან/და ეროვნული სპორტული ფედერაციის ეგიდით სპორტული ღონისძიების გამართვა. 6. დასაშვებია ნებისმიერი ტიპის სპორტულ, სახელოვნებო და კულტურულ (გარდა კინოთეატრებისა) ღონისძიებაზე მაყურებლის დასწრება.“. 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურის/აქტივობის, ღია/დახურული ტიპის აუზების განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ შრომის ინსპექციის სამსახურის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.‘‘. |
მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მე-4 მუხლის მე-2 – მე-4 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მე-4 მუხლის: ა) მე-2 – მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 15 მარტიდან; ბ) მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები