„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 493
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022211
493
10/08/2020
ვებგვერდი, 10/08/2020
470230000.10.003.022211
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №493

2020 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“:

1. 161 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2.  დაემატოს შემდეგი შინაარსის 162  მუხლი:

მუხლი 162. მესტიის მუნიციპალიტეტი

1. მესტიის მუნიციპალიტეტში:

ა) აიკრძალოს ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:

ა.ა) მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლის აკრძალვას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;

ა.ბ) ამ მუნიციპალიტეტიდან გასვლის აკრძალვას;

ა.გ) მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისათვის ავიარეისების განხორციელებას; არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით;

ბ) აიკრძალოს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება:

ბ.ა) სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას;

ბ.ბ) სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას;

ბ.გ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველყოფის ან ამავე ქვეპუნქტში მითითებული საქონლის შეძენის/მომსახურების მიღების/საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

გ) აიკრძალოს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და საბაგიროთი გადაადგილება;

დ) სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით;

ე) დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეჩერდეს ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:

ე.ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ე.ბ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;

ე.გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;

ე.დ) სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობისა;

ე.ე) ღია ტიპის კვების ობიექტების საქმიანობისა;

ე.ვ) სამშენებლო სამუშაოებისა;

ე.ზ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ე.თ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;

ე.ი) საბანკო დაწესებულებების საქმიანობისა,  ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ე.კ) დაბა მესტიის, ლენჯერისა და უშგულის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;

ვ) იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მესტიის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმოსვლას ახორციელებენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკარანტინო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. ამ პირთა მიმოსვლას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

3. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 14 დღის განმავლობაში კარანტინს, მე-11 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ყველა დაშვებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი და სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მათ სისტემაში შემავალმა დაწესებულებებმა/უწყებებმა, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა.

7. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით, შესაბამის დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 10 აგვისტოდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია