დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 417 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/08/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022972 |
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ღია და დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. პირბადის ტარებისგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით.“. 2. მე-18 მუხლის: ა) 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 და 44 პუნქტები: „43. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გადაუდებელი აუცილებლობისას, COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის სამართავად, მობილიზაციის სქემაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად გამოყენებულ იქნეს არასამედიცინო დაწესებულებ(ებ)ის სივრცე. 44. ამ მუხლის 43 პუნქტით განსაზღვრულ სივრცეში პაციენტების სამართავად შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მობილიზება და საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა განხორციელდეს შესაბამისი მობილიზებული სამედიცინო დაწესებულების, ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ან განმახორციელებლის მიერ, სამინისტროს მითითების შესაბამისად.“; ბ) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მიიღოს ამ დადგენილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მობილიზაციასთან დაკავშირებული პირობების შეცვლის და/ან სხვა სტაციონარული ან/და არასამედიცინო დაწესებულების შესაბამისი პირობებით მობილიზაციის შესახებ;“; გ) 81 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს სისტემის/სამინისტროს მართვაში მყოფი ორგანიზაციის ბაზაზე ამოქმედდეს ცენტრალური ონლაინკლინიკა, რომელიც განახორციელებს ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობას, ასევე პროცესის მონიტორინგისა და მართვის ხარისხის კონტროლის განხორციელებას;“; დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის სამართავად, მიეცეს უფლება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, მის ბალანსზე არსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა/მანქანები, სამინისტროს მითითების შესაბამისად, დროებით სარგებლობაში გადასცეს ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, მის მართვაში არსებულ კლინიკებში COVID-19 საეჭვო ან/და დადასტურებული პაციენტების ტრანსპორტირების მიზნით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები