„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 500
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023056
500
08/10/2021
ვებგვერდი, 08/10/2021
470230000.10.003.023056
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №500

2021 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1.  მე-2 მუხლის 83 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.  მე-11 მუხლის 41 პუნქტის:

ა)  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვს COVID-ინფექცია (დადასტურებული პჯრ დადებითი ტესტით), ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია არანაკლებ 14 დღისა) ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს;“;

ბ) „ა1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ა2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა2) საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული გეგმის დანართ №2-ის 11 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირები ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვთ COVID-ინფექცია (დადასტურებული პჯრ დადებითი ტესტით), ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია 14 დღე) ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარებიან ამ წესით განსაზღვრულ შეზღუდვებს;“.

3. 115 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (შემდგომში – უცხოელი სტუდენტები) (გარდა ამ მუხლის 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტებისა) საქართველოში შემოსასვლელად ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“, ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – ელექტრონული პროგრამა), შემდეგი სპეციალური აპლიკაციის ფორმების შევსების გზით, კერძოდ:“;

ბ) 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვთ COVID-ინფექცია (დადასტურებული PCR დადებითი ტესტით), ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია 14 დღე) ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს;“;

გ) 52 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი